სოსო კაციტაძე
ტელეკომპანია “იმედი“ - ჟურნალისტი

დეკანის მიმართვა

დღეისათვის სკოლა რამდენიმე პროგრამას ანხორციელებს. სტუდენტებს საშუალებას აქვთ ძირითად პროგრამასთან ერთად (major) აირჩიონ დამატებითი (minor) პროგრამა. არამარტო სკოლის ფარგლებში არამედ უნივერსიტეტის მასშტაბით.
 
ჩვენ სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ინტეგრირებულ პროგრამებში:
 
 
სოფიო ზადიკაშვილმა და ციცინო ადამაშვილმა ნოტინჰემ ტრენტის უნივერსიტეტში წარმატებით გაიარეს ერთწლიანი კურსი და დიპლომებიც დაიმსახურეს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ირაკლი კვერნაძემ კი ორი საერთაშორისო პროგრამა გაიარა., კემბრიჯისა და ჯორჯიის უნივერსიტეტებში. სანდრო ლომინაშვილმა, ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში, გაიარა ჰოვ კოლეჯის minor პროგრამა მედია მენეჯმენტსა და PR-ში. იგი ამჟამად კვლავ ინგლისშია -  სამაგისტრო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. ალექსანდრე (საშა) ქორიძემ სტუდენტური ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა ფილმისათვის “ბრაზილია”. 
 
სკოლის წარმატებებზე თვალნათლივ მეტყველებს კურსდამთავრებულთა კარიერა. ჩვენ უკვე გვყავს ცნობილი სახეები - რადიო და ტელეწამყვანები: ზურაბ თვაური, მიხეილ ფეიქრიშვილი, მიხეილ დუმბაძე.
 
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები უცხოეთშიც მუშაობენ. მაგალითად, ლიანა საპრიკინა აშშ ჯორჯიის უნივერსიტეტში ინგლისურ ლიტერატურას  ასწავლის, ქეთინო ხურცია კი უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე უცხოურმა ორგანიზაციებმა მიიწვიეს სამუშაოდ ჯერ სუდანში _ შემდეგ კენიაში, ეთიოპიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში. ამჟამად იგი საქართველოს გაეროს ოფისში მუშაობს.
 
სკოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ ლექციებს კითხულობს პროფესორი თრევორ კარტრეჯი, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, წარმატებით მუშაობდა ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი ბევერლი მერიკი. ვამაყობთ ქართველი პროფესიონალებითაც...
 
გახსოვდეთ ჩვენ ორიენტირებული ვართ მომავალზე... დარწმუნებული ვარ სასახელო კურსდამთავრე-ბულთა რიცხვი სკოლაში კიდევ უფრო გაიზრდება.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10933605

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By