სოსო ფხაკაძე
„ის ცოდნა, რომელიც აქ მივიღე - ჩემს პროფესიულ ასპარეზზე ძალიან წამადგა...“

დეკანის მიმართვა

მოგესალმებით სამართლის სკოლის გვერდის ვიზიტორებს და მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისათვის.

 

სამართლის სკოლა არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც დაფუძნდა  საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1992 წელს. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ სკოლას ჩამოუყალიბდა მრავალწლიანი სწავლა-სწავლების ტრადიცია, რომლის პრიორიტეტიც არის სტუდენტი და მისი ინტერესები.

 

სამართლის სკოლა გთავაზობთ განათლების მიღების ევროპულ მოდელს, რომელიც ეფუძნება თანამედროვე სამართლებრივ ცოდნას. სკოლის ბაზაზე ხორციელდება სამართლის ყველა საგანმანათლებლო საფეხურის პროგრამა - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ამჟამად სამართლის სკოლის სტუდენტთა რაოდენობა ითვლის 400.

 

უნივერსიტეტის დევიზია - (Scientia at Veritas) „ჭეშმარიტება და მეცნიერება". აღნიშნული დევიზი რეალიზდება როგორც სწავლა-სწავლების, ისე კვლევის პროცესში.

 

სამართლის სკოლა უზრუნველყოფილია საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მაღალკვალიფიციური აკადემიური და  მოწვეული პერსონალით, რომელსაც შესწევს უნარი თანამედროვე აკადემიურ გარემოში სტუდენტები აზიაროს  თანამედროვე იურიდიულ ცოდნას. მათ შორის არიან ცნობილი მკვლევარები, პრაქტიკოსები და სამართლის ცალკეული დარგების ფუძემდებლები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალის მიერ დაწერილი სახელმძღვანელოებით და მონოგრაფიებით იურისპრუდენცია ისწავლება სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

 

სამართლის სკოლა არის ევროპის სამართლის სკოლათა ასოციაციის (ELFA) წევრი, აქვს მჭიდრო და მზარდი კავშირები  ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან და მრავალ მათგანთან გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სამართლის სკოლის სტუდენტთა გუნდები წარმატებით მონაწილეობენ საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, სპორტულ, კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებებში, რაც სტუდენტურ ცხოვრებას მეტად საინტერესოს ხდის. წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლო აქვთ  თავიანთი ცოდნა გაიღრმავონ საქართველოს ფარგლებს გარეთ - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში.

 

ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მჯერა რომ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლა შეგიქმნით მომავალი კარიერული წინსვლის საფუძველს და მოგცემთ იმაზე მეტს, ვიდრე ელოდით.

 

სამართლის სკოლის დეკანი

ასოცირებული პროფესორი

სამართლის დოქტორი

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10926693

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By