სოსო ფხაკაძე
„ის ცოდნა, რომელიც აქ მივიღე - ჩემს პროფესიულ ასპარეზზე ძალიან წამადგა...“

დევი ხვედელიანი

სამართლის დოქტორი

პროფესორი

სამართლის სკოლის დეკანის

 

დევი ხვედელიანი დაიბადა ქ.თბილისში 1975 წლის 2 აპრილს. 1992 წელს ჩაირიცხა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.

 

1996 - 1997 წლებში სწავლობდა გერმანიაში, კერძოდ ვესტფალიის ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და გოეთეს სახელობის ინსტიტუტში (ქ.მიუნსტერში).

 

2001 - 2005 წლებში სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

 

2011 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მემკვიდრეობის სამართლის პრობლემები საერთაშორისო კერძო სამართალში“ და მიიღო შეფასება Magna cum laude. საერთაშორისო და კერძო სამართლის პრობლემატიკაზე გამოქვეყნებული აქვს ცხრა პუბლიკაცია, მათ შორის ერთი მონოგრაფია;

 

1998 - 2001 წლადმე მუშაოდბა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად.

 

2001 - 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში (საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში) უფროსს სპეციალისტად.

 

2004 - 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში კანონშემოქმედებით სამმართველოს უფროსად.

 

2003 - 2005 წლებში ლექციებს კითხულობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

 

2005 - 2007 წლებში ადვოკატად მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში „თალაკვაძე და პარტნიორები“.

 

2007 წლიდან დღემდე ლექციებს კითხულობს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

 

2009 - 2014 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;

 

2011 წელს არჩეულ იქნა გ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად.

 

ფლობს გერმანულ, რუსულ, ინგლისურ ენებს. ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს: Windows, Word, Internet.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11261924

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By