ბიბლიოთეკის ფუნქციები

 

  1. სწავლებისა და სწავლის პროცესის, სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ინფორმაციული და მეთოდური უზრუნველყოფა.
  2. საბიბლიოთეკო ფონდების ოპტიმალურად ფორმირება, დაცვა, აღრიცხვა, დამუშავება, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და გამოყენება საბიბლიოთეკო პრაქტიკში მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.
  3. სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული მომსახურების უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო მასალებით, როგორც ადგილზე, ასევე სახლში გაცემით, აგრეთვე ბშა-ს და საერთაშორისო წიგნთდაცვის ფორმების გამოყენებით ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების შესაბამისად.
  4. უნივერსიტეტის სასწავლო, საინფორმაციო და სამეცნიერო მოთხოვნების საბიბლიოთეკო მასალებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და მუშაობის ორგანიზება.
  5. წიგნადი ფონდის პერიოდული შესწავლა, შემოწმება, მეორადი შერჩევის გზით გაწმენდა.
  6. გაცვლითი ფონდის შექმნა და სხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და უწყების ბიბლიოთეკების მიერ მისი გამოყენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.
  7. საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული სამსახურის ორგანიზება თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
  8. უნივერსიტეტში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების ფონდის ორგანიზება, დაცვა, საცნობო აპარატის შექმნა, შრომების ბიბლიოგრაფირება.
  9. საბიბლიოთეკო-ბიბლიოგრაფიული ცოდნის დანერგვა მომხმარებელთა შორის, კითხვის კულტურის დონის ამაღლების საქმის ორგანიზება.
  10. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.
  11. უნივერსიტეტის კაბინეტ-ლაბორატორიების, სამეცნიერო-კვლევითი ცენრების, ფაკულტეტებისა და კათედრების ბიბლიოთეკების ფონდების ცენტრალიზებული სისტემით ორგანიზება.
  12. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების დაცვაზე ბიბლიოთეკართა მატერიალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა.
  13. მონაწილეობა უნივერსიტეტის საგამომცემლო პროგრამებში, მიმდინარე ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და მეთოდური ხასიათის მასალების გამოცემების მომზადება.
  14. ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების დამუშავება.

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11353226

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By