ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

  1. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ყველა სტუდენტს და თანამშრომელს.
  2. ბიბლიოთეკით სარგებლობისათვის აუცილებელია ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის გავლა, რისთვისაც შესაბამისი სერვისის ოფისში წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის (სტუდენტის) თანამშრომლის მოწმობა და შეივსოს მკითხველის ბარათი. ამის შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერი საბიბლიოთეკო სერვისით.
  3. ბიბლიოთეკაში მოქმედებს სისტემური და ანბანური კატალოგის სისტემა,აგრეთვე ფუნქციონირებს ელექტრონული კატალოგი, რომლის გამოყენების წესი განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ გვერდის ბიბლიოთეკის ინტერფეისზე.
  4. წიგნებით და ციფრული რესურსით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სამკითხველო დარბაზში, ისე ხელზე გატანით, მაგრამ თუ საცავში ინახება არანაკლებ 2 ერთეულისა.
  5. წიგნადი და ციფრული ერთეულის ხელზე გატანის ერთი ვადა განისაზღვრება 7 დღით.
  6. იმ შემთხვევაში თუ ხელზე გატანის ერთი ვადა არ არის საკმარისი - მკითხველს შეუძლია მიმართოს სერვისის ოფისს ვადის გაგრძელების შესახებ.
  7. ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმდენჯერ, ვიდრე ამ ერთეულზე ახალი მოთხოვნა დაფიქსირდება, მაგრამ ყოველი ვადის გაგრძელებისათვის აუცილებელია სერვისის თანამშრომელთან შეთანხმება.
  8. ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელიც გასცემს ერთეულს დარბაზში სამუშაოდ ან ხელზე წასაღებად, ვალდებულია მკითხველთან ერთად შეამოწმოს ვარგისიანობა და მოითხოვოს ისეთივე მდგომარეობით დაბრუნება.
  9. დაუშვებელია წიგნზე/პერიოდულ გამოცემაზე/ციფრულ მატარებელზე აღნიშვნების გაკეთება, გადაკეცვა, ფურცლის ამოხევა, მით უფრო, დაზიანება (დახევა, გაჭუჭყიანება).
  10. მე-9 პუნქტით განსაზღვრული დარღვევების შემთხვევაში ბიბლიოთეკის თანამშრომელი ადგენს აქტს, ხოლო საფინანსო ოფისი განსაზღვრავს ფინანსურ სანქციას იმის გათვალისწინებით თუ რა ოდენობის თანხაა საჭირო მისი აღდგენის ან ახლის შეძენისათვის. მკითხველი ვალდებულია გადაიხადოს დადგენილი საზღაური.
  11.  ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში ბიბლიოთეკის დირექტორის, თანამშრომლისა და მკითხველის მონაწილეობით უნდა შედგეს შესაბამისი აქტი ერთეულის ღირებულების მინიშნებით.
  12. დაკარგული ან დაზიანებული ერთეულის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით და დაემატება ფინანსური სანქციით დადგენილი ღირებულება, მაგრამ არა უმეტეს ამ ერთეულის ღირებულებების 100%-ისა.
  13. ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველს შეუძლია წარმოადგინოს იგივე დასახელების და გამოცემის წლის შესაბამისი ან, სანაცვლოდ, სხვა დასახელების ერთეული - თუ ამის შესახებ ბიბლიოთეკის მენეჯმენტი თანხმობას განაცხადებს. სხვა შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი აქტით დაფიქსირებული ღირებულება.
  14. ბიბლიოთეკის აუდიო-ვიზუალური ტექნიკით/კომპიუტერებით სარგებლობისათვის მკითხველი მიმართავს სერვისის თანამშრომელს შესაბამისი მასალის მისაღებად.
  15. იმ შემთხვევაში თუ მკითხველი არ ფლობს აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობის ჩვევებს სერვისის თანამშრომელი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს.
  16. კომპიუტერით სარგებლობის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დაიცვას კომპიუტერის მოხმარების წესი, რომელიც განთავსებულია ბიბლიოთეკის ინტერფეისზე და გაკრულია შესაბამის ადგილებზე.
  17. კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია:
    • ტექსტების შეყვანა და რედაქტირება
    • ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა
    • ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით
    • CD დისკების გამოყენება დასაშვებია ბიბლიოთეკართან შეთანხმებით
    • ელექტრონული ფისტოთ სარგებლობა
    • უნივერსიტეტის ვებ გვერდით სარგებლობა
    • ელექტრონული პორტალებით სარგებლობა
  18. ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში მოქმედებს ამ წესის მე-10 და მე-12 პუნქტით განსაზღვრული ნორმა.
  19. სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი, მკვეთრი/უხეში მოძრაობა.
  20. მე-19 პუნქტით აღწერილი მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში ბიბლიოთეკის თანამშრომელს ევალება შენიშვნა მისცეს ადრესატს, რომელიც ვალდებულია დაემორჩილოს.
  21. იმ შემთხვევაში თუ საბიბლიოთეკო ფონდებში არ ინახება მკითხველისათვის საჭირო ერთეულები, მკითხველს შეუძლია შეკვეთის გაფორმება როგორც ონლაინ რეჟიმით,ისე სერვისის თანამშრომელთან სპეციალური ფორმის შევსებით.
  22. დარბაზიდან ერთეულის გატანა, ბიბლიოთეკის თანამშრომელთან რეგისტრაციის გარეშე, ჩაითვლება არამართლზომიერ ქმედებად, რისთვისაც დაისმება საკითხი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინაშე. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია გაატაროს საჭირო ადმინისტრაციული ზომები სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ჩათვლით.
გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10909552

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By