ბიბლიოთეკის ფონდები და სერვისი

ბიბლიოთეკის ძირითადი ფონდი ინახება საცავში, ხოლო სახელდახელო ფონდი (ყოველდღიურად საჭირო წიგნები) - სამკითხველო დარბაზში. ესენია: ლექსიკონები, ქართული და უცხოენოვანი ენციკლოპედიები, უახლესი პერიოდული გამოცემები, ჟურნალისტური და ეკონომიკური, სამართლებრივი და სამედიცინო დარგების ლიტერატურა.
 
ბიბლიოთეკას აქვს ორი სახის კატალოგი: ანბანური და სისტემატური. ანბანურ კატალოგში წიგნები განლაგებულია ანბანის მიხედვით (ავტორის ან სათაურის), სისტემატურ კატალოგში კი - დარგების მიხედვით. ეს კატალოგები დაგეხმარებათ მოკლე დროში მოიძიოთ საჭირო წიგნი. მაგალითად, თუ იცით თქვენთვის საჭირო წიგნის ავტორის გვარი (ვთქვათ, გ.ინწკირველი), ანბანურ კატალოგში უნდა მოძებნოთ ბარათი ამ გვარით, სადაც მინიშნებული იქნება წიგნის დასახელებაც. თუ ეს წიგნი სახელდახელო ფონდშია - თავად აიღებთ თაროდან, ხოლო თუ საცავშია, შეავსებთ სპეციალურ ბლანკს და ჩააბარებთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს. ორი საათის ფარგლებში მიიღებთ სასურველ წიგნს.
 
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი, საჭირო წიგნი შეგიძლიათ მოძებნოთ სისტემატური კატალოგის მიხედვით. შეგიძლიათ ძიება აწარმოოთ დარგების მიხედვით. მაგ, თუ გსურთ მოიძიოთ წიგნი ბისნესის მიმართულებით კატალოგში უნდა მონახოთ შესაბამისი განყოფილება. აქვე შეგიძლიათ  „აღმოაჩინოთ“, აგრეთვე, ის ლიტერატურა, რომელიც არ გაქვთ მითითებული, მაგრამ როგორც წყარომ, შეიძლება, ფასდაუდებელი სამსახური გაგიწიოთ ამა თუ იმ თემის დამუშავების დროს. რაც შეეხება ციფრულ მასალას ამისთვის წალკე კატალოგია დარგების მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ბიბლიოთეკის თანამშრომლისგან.
 
ბიბლიოთეკის შიდა ბმული, სათაურით „ფონდების შევსება“ მოგაწვდით ინფორმაცია ახალი წიგნების, პერიოდიკის ან ციფრული მასალის შესახებ. მასალის საცავში არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ შეკვეთით და სწრაფად, ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე მიიღოთ სასურველი მასალა. ინფორმაციას ამის შესახებ ონლაინითვე მიიღებთ.
 
საჭიროების შემთხვევაში საცავიდან მიღებული წიგნები შეგენახებათ სამკითხველო დარბაზში განუსაზღვრელი დროით.
 
თუ სასურველი წიგნი არ აღმოჩნდა კატალოგში, თქვენი მოთხოვნა უნდა დააფიქსიროთ სპეციალურ ჟურნალში ან ბიბლიოთეკის შიდა ბმულის „წიგნების შეკვეთა“საშუალებით. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეიძენს თქვენსმიერ მითითებულ წიგნებს.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10909535

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By