EBSCO Publishing
წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას.
მოიცავს: 11000–ზე მეტ დასახელებას (სტატიების 70% სრული ტექსტითაა), მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს, ამერიკის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრული სტატიებს ძალზე მოხერხებულ და ეფექტურის საძიებელს.
EBSCO-ში ძებნის ჩატარების ვიდეო ინსტრუქცია
ძიების ჩატარება სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში
Cambridge University Journals
კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები
მონაცემთა ბაზა მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 280 დასახელების ჟურნალს არქივის ჩათვლით მეცნიერების ყველა დარგში.
Royal Society Journals Collection
დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შედის 9 დასახელების მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალები ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B.
http://royalsocietypublishing.org
Bioone
მონაცემთა ბაზა მოიცავს 177 სამეცნიერო ჟურნალს ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნების შემსწავლელ მეცნიერებების სფეროდან, რომლებსაც აქვეყნებენ ამერიკის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი–სამეცნიერო საზოგადოებები, მუზეუმები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები.
New England journal of Medicine
კოველკვირეული ზოგადი სამედიცინო ჟურნალი. აქვეყნებს ბიოსამედიცინო მეცნიერებასა და კლინიკურ პრაქტიკაში მეტად მნიშვნელოვან ახალ სამედიცინო კვლევის შედეგებს, რეფერირებულ სტატიებს და თემატურ ანგარიშებს.
IMF eLibrary
The IMF ინტერნეტ ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ძლიერ და მოსახერხებელ ონლაინ ხელმისაწვდომობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ავტორიტეტული გლობალური ეკონომიკური გამოცემების სრულ კოლექციებზე.
ინტერნეტ ბიბლიოთეკა არის საჭირო რესურსი ეკონომიკური სწავლებებისა და ანალიზებისათვის 11,000ზე მეტი ტექსტური გამოცემებითა და ხელმისაწვდომობით IMF სტატისტიკური მონაცემთა ბაზებიდან.
Pediatric Neurology Briefs
Pediatric Neurology Briefs (PNB) არის წამყვანი ყოველთვიური ჟურნალი რომელიც მიმოიხილავს ბავშვთა ნევროლოგიის სიახლეებსა და საკითხებს.
http://www.pediatricneurologybriefs.com/
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books მოიცავს 5 წამყვან რეცენზირებულ ჟურნალს სამართალში, ეკონომიკაში, მენეჯმენტსა და პერსონალის მართვაში და 2014 წლის ჩათვლით გამოსულ 187 დასახელების წიგნებს კვლევების დარგში. წიგნების ინტერდისციპლინარულ კოლექციაში შედის მრავალი დარგი, როგორიცაა ფინანსები, ეკონომიკა, ინოვაციური კვლევები, ინფრასტრუქტურული განვითარება, ჯანდაცვა, კორპორატიული მართვა, საჯარო და სოციალური პოლიტიკა, მიგრაცია, კვლევის მეთოდიკა, ინტელექტუალური საკუთრება, ლეგალური რეფორმა და სხვანი. მასში არის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და ცნობარები.