„კათარზისი“ 25 წლის გახდა, თუმცა ნაცვლად ზეიმისა, ისინი თხოვნით მიმართავენ საქართველოს მთავრობას იურიდიულად დაუკანონდეთ შენობა, სადაც მეოთხედი საუკუნე სათნოების სახლია განთავსებული. მოთხოვნის საფუძველს შენობის გასხვისების საფრთხე წარმოადგენს
“მეგობრებო! თუ თქვენ თვლით, რომ „კათარზისი“ კარგ საქმეს აკეთებს, ამოგვიდექით გვერდში თვენთვის შესაძლო ფორმით. მაგალითად: დაწერეთ ქაღალდზე „მეც დავბერდები“. თუ ხანდაზმულად გრძნობთ თავს, დაწერეთ „შენც დაბერდები“, რაც ადამიანის დალოცვას ნიშნავს. ამ ნაწერთან ერთად გადაიღეთ სურათი და ატვირთეთ ფეისბუკზე…ან გადაიღეთ იგივე შინაარსის ვიდეო და ატვირთეთ იგი. ეს იქნება კიდეც ჩვენი მხარდაჭერა. რაც მთავარია, ჩადეთ ამ ყველაფერში სითბო… და ეს ერთიანობა, ეს სითბო აუცილებლად მოვა ჩვენამდე. ღმერთმა ტკბილად დაგაბეროთ!”