ENG

სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ძირითადი  ფუნქციებია:

 

  • ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა, თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომებისა და პრინციპების  საფუძველზე;  
  • საკონკურსო თანამდებობებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი ვადების ფარგლებში, კონკურსების ჩატარებისა და მათი საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა.                                                                                                                                                   
  • პერსონალის განვითარების დაგეგმვა, სწავლებისა და გადამზადების ღონისძიებების ორგანიზაცია,  სამუშაო მიმართულებების შესაბამისად დიფერენცირებული, მოქნილი პროგრამების (ტრეინინგები/სტაჟირებები და ა.შ.) შემუშავება და რეალიზება.   
  • პერსონალთან შრომითი ურთიერთობების რეგულირება, მონაწილე მხარეების ინტერესებში გარკვევა, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით;                                          
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანური რესურსების  მართვის ერთიანი სისტემების დანერგვა და სრულყოფა, პერსონალის სრული რეესტრული ბაზის შექმნა;                                  
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში  საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და დანერგვა.
  • ყველა კატეგორიის პერსონალის (აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე) ურთიერთობების რეგულირებასთან დაკავშირებულ   საკითხებზე (სამუშაოზე მიღება/ გათავისუფლება/ გადაყვანა/დაჯილდოება/დისციპლინური პასუხისმგებლობა და ა.შ.) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება  და მის გამოსაცემად საჭირო პროცედურების ხელშეწყობა; 
  • პერსონალის პირადი საქმეების (პორტფოლიოს) წარმოება, მოწესრიგება, შენახვა/დაარქივება  დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში პერსონალთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, შრომითი დისციპლინის დაცვაზე მონიტორინგის დაწესება;
  • პერსონალის მარკეტინგის განხორციელება, პერსონალის ზრდის პერსპექტივის განსაზღვრა/ანალიზი. პერსონალზე მოთხოვნის/კვალიფიკაციის ამაღლების ან შეცვლის შესაძლებლობებზე ინფორმაციის გავრცელება,ამ მიმართებით ინტერნეტ-ფორუმების ორგანიზება, საჭირო სპეციალისტების მოძიება და  მოზიდვა; 
  • კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა უნივერსიტეტის სტრუქტურული სამსახურის  კომპეტენცის ფარგლებში.

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10904551

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By