კარიერის და პროფესიული განვითარების კურსი მოიცავს

 

 
ურთიერთობების ოსტატად არავინ  იბადება - ამ ხელოვნებას უნდა დაეუფლოთ. ეს ის უნარია რომელიც საშუალებას იძლევა გარკვევით, დამაჯერებლად და ხატოვნად  გამოთქვათ  აზრი, საინტერესო გახადოთ საკუთარი პერსონა საზოგადოებისათვის. ამდენად, წარმატება თუ წარუმატებლობა დიდ წილად დამოკიდებულია  ურთიერთობის სტილზე.
წყალში შეუსვლელად შეუძლებელია ცურვის სწავლა. იგივე ეხება საზოგადოების წინაშე გამოსვლებსა და ურთიერთობებს. მოცემული კურსი დაგეხმარებათ სწორედ ამ უნარ-ჩვევების დაუფლებაში. ის საშუალებას მოგცემთ იოლად მიაღწიოთ თქვენ მიზნებს. ეს იქნება პროფესიული ზრდა, პოპულარობა, პატივისცემა, ურთიერთობების გაუმჯობესება თუ საკუთარი ძალების რწმენა.
 
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: 
 
  • გასაგებად გადმოსცეთ საკუთარი აზრი  
  • იგრძნოთ თავი თავდაჯერებულად ნებისმიერ სიტუაციაში
  • ისაუბროთ ხატოვნად, საინტერესოდ და მიმზიდველად
  • ფლობდეთ საკუთარ ხმას და მეტყველებას
  • მართოთ მსმენელის ყურადღება
  • გასცეთ პასუხი მოულოდნელ კითხვებს
  • დაარწმუნოთ ოპონენტი და გავლენა მოახდინოთ მსმენელზე

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

 
ტრენინგი არ არის გათვლილი რომელიმე კონკრეტული სპეციალობის წარმომადგენელთათვის. ამ ხელოვნებას სასურველია ფლობდეს ყველა -  ბიზნესმენი, მოხელე, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი. საკუთარი თავის, სიტუაციისა და მეტყველების ფლობის უნარ-ჩვევები ყველა პროფესიონალისთვის გამოსადეგია
 
 
 
ეს ტრენინგი განკუთვნილია პერსპექტიული ახალგაზრდებისათვის, რომელებიც  ყოველთვის მზად არიან სწავლისათვის.

არის ასეთი პროფესია – “ წარმატებული ადამიანი”. სწორედ ამას გასწავლით. საქმიან სფეროში: ბიზნესმენი – ძლიერი, თანამშრომელი – რომელიც სურთ, ხელმძღვანელი – ეფექტური. პირად ურთიერთობებში – მშობლებთან ურთიერთგაგება, მეგობრებთან ურთიერთპატივისცემა და დაფასება, ოჯახში სრული იდილია.

 

მუშაობის ძირითადი მიმართულებები:

  • ცხოვრების მიმართ პოზიტიური განწყობა
  • კოსტრუქციული აზროვნება
  • თავდაჯერებული ქცევია
  • ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • კონფლიქტის გადაწყვეტის ხერხები
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ლიდერის თვისებების გამომუშავება
  • ცხოვრებისეული მიზნების კვალიფიციური დაგეგმვა და მიღწევის გზების სწორედ განსაზღვრა
  • პირადი, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების უნარი

 

 
კარიერის განვითარება მოითხოვს მიზანდასახულ დაგეგმვასა და აქტიურ მართვას.
კარიერა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე უბრალოდ სამსახურეობრივი წინსვლა ერთი დაწესებულების ფარგლებში. თანამედროვე კარიერა ითხოვს გაგეგმვასა და აქტიურ მართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ კარიერული ნაბიჯები წარუმატებელი იყოს.      

ამ ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
  • ჩაატაროთ საკუთარი SWOT – ანალიზი
  • გამოარკვიოთ ახლანდელი კომპეტენციისა და უნარების დონე
  • ანალიზის საფუძველზე გამოიმუშავოთ მომავალი განვითარების სტრატეგია

“კარიერის მშენებლობაში” არსებობს პრინციპების მთელი რიგი, რომელსაც თქვენ დაეუფლებით კურსის მსვლელობისას.

ეს პრინციპებია:
 
  • იყავით უნიკალური, განავითარეთ საკუთარი უპირატესობები, ცოდნა და უნარ-ჩვევები
  • გაითავისეთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარი კარიერის განვითარებაზე
  • გადადგით მიზანდასახული ნაბიჯები
  • მიზნის მისაღწევად დასახეთ ამოცანები
  • დაამყარეთ კავშირები, რომელიც გამოგადგებათ მომავალ კარიერაში
  • იპოვეთ სანდო მრჩეველი
  • შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა
 
 
რეზიუმე (C.V.) და სამოტივაციო წერილი არის პირველი ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელსაც იღებს დამქირავებელი. მიმზიდველად შედგენილი წერილი კი  კარგი საშუალებაა ყურადღების მისაბყრობად. ამ დოკუმენტების საშუალებით გეძლევათ შანსი წარსდგეთ დამქირავებლის წინაშე, მიანიშნოთ იმაზე, თუ რატომ უნდა მუშაობდეთ ამ ადგილზე თქვენ და არა სხვა.
 სამოტივაციო წერილი უნდა იყოს წარდგენილი რეზიუმესთან ერთად იმ შემთხვევაშიც , თუ ის არ არის მითითებული მოთხოვნილი საბუთების ჩამონათვალში.
რეზიუმესა (C.V.) და სამოტივაციო წერილის დაწერას აქვს გარკვეული წესები.
 
მოცემული ტრენინგის კურსი დაგეხმარებათ:
  • საკუთარი რეზიუმეს  (C.V.) დაწერაში
  • ეფექტური სამოტივაციო წერილის შედგენაში
  • დაინახოთ  როგორ შეიძლება განავითაროთ თქვენი პერსონალური თვისებები

 

ტრენინგზე გაეცნობით წარმატებული ადამიანების სამოტივაციო წერილებსა და რეზიუმეებს

გახსოვდეთ!  რაც უფრო ადრე დაიწყებთ ზრუნვას კარიერაზე, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი  მომავალი.

 

 
სამსახურის ძიების დროს გასაუბრება  ერთ-ერთი უმნიშვნოვალესი ეტაპია. ეს ერთგვარი გამოცდაა, სადაც მოწმდება ის, რაც გაქვთ მითითებული რეზიუმესა და სამოტივაციო წერილში. კომპანიაში გასაუბრების დროს  შეიძლება დაგისვან  ნებისმიერი კითხვა. მათ შორის  ისეთიც , რომელსაც აუცილებლად დაგისვამენ. ამისათვის უმჯობესია წინასწარ მოემზადოთ.
 
მოცემული ტრენინგ-კურსი დაგეხმარებათ:
  • გაერკვეთ იმაში, თუ  რა აინტერესებთ კონკრეტულად ინტერვიუს ჩამტარებლებს
  • ლაკონურად, გარკვევით და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი ნააზრევი
  • წარსდგეთ თავდაჯერებულად და მშვიდად
  • განავითაროთ თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევები და აჩვენოთ საკუთარი ძლიერი მხარეები  

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11267348

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By