გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი შეიქმნა  2007 წელს. ინსტიტუტის მიზანია, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში პრიორიტეტული კვლევების განხორციელება. ამ მიზნით ინსტიტუტი აქვეყნებს სხვადასხვა სახის პერიოდულ გამოცემებს, ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს კვლევებს (სოციოლოგიური გამოკითხვები, სამეცნიერო ექსპედიციები და ა.შ.).

 

ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს საზღვარგარეთ არსებულ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო-კვლევით ცენტრებთან (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკა, კიოლნის უნივერსიტეტი, სოფიის უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და სხვ.).

 

ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებს საბაკალავრო პროგრამა სოციოლოგიაში (სოციოლოგია, მედია, კულტურა) და სადოქტორო პროგრამა ფილოსოფიაში. 

 

ინსტიტუტს აქვს საკუთარი ლოგო და დევიზი. ინსტიტუტის ლოგოს წარმოადგენს შავ წრეში მდებარე შავ-თეთრი ბუს სქემატური გამოსახულება. ბუს მარცხენა ქვედა მხარეს განთავსებულია ასო-ბგერა „ფ" (ქართული ასომთავრულით), რაც ფილოსოფიაზე მიუთითებს. ბუს გამოსახულების ზევით, მორკალული სახით განთავსებულია ინსტიტუტის დევიზი ლათინურ ენაზე: „Petimus ad veritatem!" („ვესწრაფვით ჭეშმარიტებას!")

 

ინსტიტუტის მმართველ ორგანოს წარმოადგენს ინსტიტუტის დირექტორატი, რომელიც სამი წევრისაგან შედგება. ინსტიტუტის მთავარი მრჩეველი ორგანო არის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერებით.

 

ინსტიტუტის დირექტორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, თენგიზ ირემაძე.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11261078

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By