2013 წლის 14 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და გაზეთ The FINANCIAL, Intelligence Group Ltd (the ,,My Career.ge”) შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შემდგომ დასაქმებასა და კარიერული წინსვლაში.
სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების ცენტრი გთავაზობთ
შექმენით პროფესიული პროფილი გაზეთ The FINANCIAL ქსელში, MyCareer.ge, რომელსაც საქართველოს წამყვანი კომპანიების 300-მდე HR მენეჯერი იყენებს.
ქსელი საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ დამქირავებლებს, აწარმოოთ მოლაპარაკება,შექმნათ თქვენი საქმიანი წრე, თვალყური ადევნოთ ყველაზე მნიშვნელოვან ვაკანსიებს.
აღნიშნული მოსაწვევი თქვენ მიიღეთ არსებული მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების და კარიერული ზრდის ხელშეწყობას გულისხმობს.
გთხოვთ, რეგისტრაციის გავლის მსურველებმა მიმართოთ დასაქმების ცენტრს.
გისურვებთ წარმატებებს!