სოსო კაციტაძე
ტელეკომპანია “იმედი“ - ჟურნალისტი

ლამარა ქადაგიძე

სრული პროფესორი.

 

1996 წლიდან  ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხოური ენების ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტის (სპეციალობა – ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებლი) დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის დოქტორანტურაში და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერბათა კანდიდატის ხარისხი სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია გაიარა ნებრასკის უნივერსიტეტში, ლინკოლნში განათლების ადმინისტრირების დარგში.

 

2004 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მოსმენის უნარის განვითარება ვიზუალური საყრდენების გამოყენებით (ინგლისური ენის სწავლების საშუალო და მაღალ დონეზე) “. 

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “Breastfeeding”-ის ადმინისტრაციულ ასისტენდად და თარჯიმნად; ინგლისური ენის მასწავლებლად თბილისის მე-8 გიმნაზიასა და საერო ინსტიტუტი “გაენათი” –ის კოლეჯ “მომავალ”-ში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; ინგლისური ენის საბაკალავრო პროგრამის ვიცე-კოორდინატორად და საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების პროექტის დირექტორად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში; ინგლისური ენის ლექტორად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასოცირებულ პროფესორად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში.

 

არის მრავალი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, რომელთაგან აღსანიშნავია: “ახალი ტენდენციები უმაღლეს განათლებაში”- აბრეშუმის გზის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი-განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, მაისი 4-6, 2007; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი, ივნისი 2-3. 2008; კვლევები განათლების/ცოდნის სფეროში” – ამერიკის საგანმანათლებლო კვლევების ასოციაციის ყოველწლიური კონფერნცია – სანდიეგო, კალიფორნია, აშშ. აპრილი 13-17, 2009; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტის უმცროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამის საწყისი ეტაპის კონფერენცია-ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული საქმეების განყოფილება ლორენსი, კანზასი, აშშ. იანვარი 6-9, 2009; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტის უმცროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ვირტუალური კონფერენცია-ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული საქმეების განყოფილება. ლინკოლნი, ნებრასკა, აშშ. მარტი 23-27, 2009; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტის უმცროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამის დამამთავრებელი კონფერენცია-ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული საქმეების განყოფილება, ვაშინგტონი, აშშ. მაისი 17-19, 2009; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებაში, განათლების მენეჯმენტსა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებში, თელავი. ნოემბერი 2010. 

 

გამოქვეყნებული აქვს 43 სამეცნიერო ნაშრომი ძირითადად უცხოური ენების სწავლების მეთოდიკის, პედაგოგიკის, განათლების ადმინისტრიების და მენეჯმენტის სფეროში. არის სამი საერთაშორისო სამეცნიერო ჯურნალის “ინტელექტი”, “საზრისი” და “მოამბე”-ს და საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლის ენების ცენტრის სამეცნიერო ჟურნალ “Verba Volant”-ის  სარედაქციო კოლეგიის წევრი.  მრავალი სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი და რეცენზენტი. იყო საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. ამჟამად მუშაობს ინგლისური ენის სახელმძღვანელოზე ჯანდაცვის და მისი ადმინისტრირების სფეროში.

 

2000 წლიდან კითხულობს ლექციებს ზოგად ინგლისურ ენაში, დარგობრივ (პროფესიულ) ინგლისურ ენაში სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის მართვის, საბანკო და საფინანსო საქმეების, ამერიკანისტიკის სპეციალობებით; ლიტერატურულ ტერმინებსა და მიმდინარეობებში; გამოყენებით ლინგვისტიკაში; ფსიქოლინგვისტიკასა და სოციოლინგვისტიკაში; უცხოური ენების სწავლების მეთოდიკაში; TOEFL-ში.  არის ევროპული ენების სერტიფიქატის (TELC) მფლობელი და ლიცენზირებული გამომცდელი B1 დონის ბიზნეს  ინგლისურის კომუნიკაციის და კომპტენციის სფეროში. გახლავთ კემბრიჯის სერტიფიკატის (CELTA-Cambridge Certificate of English Language Teaching to Adults)-ის მფლობელი.

 

არის  საერთაშორისო საპატიო საგანმანათლებლო საზოგადოების Kappa Delta Phi-ს წევრი და ქალაქ ლინკოლნის (ნებრასკა, აშშ) საპატიო მოქალაქე. თანამშრომლობს ამერიკის საელჩოსთან სხვადასხვა სახის აკადემიურ პროექტებში  მონაწილეობის მისაღებად მიწვევის სახით.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11353240

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By