თენგიზ ირემაძე

ფილოსოფოსი, სოციოლოგი.

 

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წელს, ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში.

 

1998-2006 წწ. თენგიზ ირემაძე იყო ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (კათედრის გამგე: პროფ. ბურკჰარდ მოიზიში).

 

2006-2009 წწ. თენგიზ ირემაძე იყო სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე.

 

2007 წლიდან თენგიზ ირემაძე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. იგი არის ოთხი მონოგრაფიის (გერმანულ და ქართულ ენებზე) ავტორი და რამდენიმე წიგნის თანაავტორი. მისი სტატიები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ბულგარულ, უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.

 

დიდი გერმანელი პოეტის, ერნსტ მაისტერის ლექსების ქართულ ენაზე თარგმანისათვის თენგიზ ირემაძე „ერნსტ მაისტერის საზოგადოების“ საპატიო წევრი გახდა, ხოლო 2006 წელს კი განხორციელდა მის მიერ თარგმნილი ლექსების ორენოვანი (გერმანულ და ქართულ ენებზე) გამოცემა თვით ამ საზოგადოების მთავარი წელიწდეულის მიერ.

 

თენგიზ ირემაძე არის „სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედიის“ ერთ-ერთი ავტორი, მრავალი ფილოსოფიურ-ლიტერატურული საზოგადოებისა და ცნობილი ფილოსოფიური წელიწდეულების სამეცნიერო-საგამომცემლო საბჭოს წევრი: "Lessing-Akademie", "International Association of Patristic Studies", "Ernst-Meister-Gesellschaft", "Société Internationale pour l’Étude de la Philosophie Médiévale" (SIEPM), "Jahrbuch für Hegelforschung" და სხვა. ამასთანავე, მას ევროპისა და ამერიკის ცნობილ გამომცემლობებთან გაფორმებული აქვს საგანგებო საავტორო ხელშეკრულებები.

 

თენგიზ ირემაძის სამეცნიერო ნაშრომების ანალიზს მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (2008 წ.), არაერთი სამეცნიერო სტატია, კრებული და მონოგრაფია. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: G. Baramidze, M. Gogatishvili, L. Zakaradze, U. R. Jeck, D. J. Lacey: (Neo)platonism and Modernity. Materials of the International Conference dedicated to Tengiz Iremadze's book „Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus“ (2008) და U. R. Jeck: Erläuterungen zur georgischen Philosophie (2010). მისი ფილოსოფიური ნაშრომების დამსახურებად უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ ანტიკური და შუასაუკუნეებრივი ნეოპლატონიზმის თეორიული კონცეპტების იმგვარ ინტერკულტურულ კონტექსტში კვლევას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა დიდი ბერძენი მოაზროვნის, პროკლე დიადოხოსის (V ს.) ფილოსოფიის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის მანამდე უცნობი ასპექტების წინა პლანზე წამოწევა და რეაქტუალიზება. თენგიზ ირემაძემ პროგრამულად, სისტემურად დაამუშავა და დაასაბუთა შუა საუკუნეების ფილოსოფიის ტიპოლოგიურ-სისტემური ინტერპრეტაციის ახალი, ინტერკულტურული კონცეპტი (მოდელი), რამაც ამ დარგის არაერთი ცნობილი წარმომადგენლის საგანგებო ყურადღება მიიქცია. აქედან გამომდინარე, უკვე რამდენიმე წელია, რაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში დასაბამი მიეცა ინტერკულტურული კვლევის ახალ მიმართულებას.

 

თენგიზ ირემაძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: კლასიკური და თანამედროვე ფილოსოფია, სოციალური თეორიები, მედიისა და ტერორის სოციოლოგია.

 

 

 

თენგიზ ირემაძის მთავარი ნაშრომები:

 

 

I. მონოგრაფიები:

 

„Konzeptionen des Denkens im Neu­platonismus. Zur Rezeption der Proklischen Philo­so­phie im deutschen und georgischen Mittelalter: Dietrich von Freiberg – Berthold von Moosburg – Joane Petrizi“ (Bochumer Studien zur Philosophie, Bd. 40; Amsterdam – Philadelphia 2004; in deut­scher Sprache);

 

ფრიდრიხ ნიცშე. „ესე იტყოდა ზარატუსტრა“: ტექსტი და კონტექსტი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2006;

 

Der Aletheiologische Realismus. Schalwa Nuzubidse und seine neuen Denkansätze, Publishing House “Nekeri”, Tbilissi 2008;

 

ვალტერ ბენიამინი: ცხოვრება, მოღვაწეობა, აქტუალობა, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2008;

 

რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2010 (თანაავტორები: ჰელმუტ შნაიდერი, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე, გიორგი თავაძე).

 

 

II.  სამეცნიერო სერიები, კრებულები, თარგმანები (რჩეული):

 

ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია, სერიის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თენგიზ ირემაძე (გამოდის 2007 წლიდან. გამოსულია ხუთი ტომი);

 

ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები. თარგმანები, სერიის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თენგიზ ირემაძე (გამოდის 2007 წლიდან. გამოსულია ხუთი ტომი);

 

ფილოსოფია და სოციოლოგია დღეს, სერიის დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი თენგიზ ირემაძე (გამოდის 2008 წლიდან. გამოსულია რვა ტომი).

 

Im Nichts hausen die Fragen... // Gedichte von Ernst Meister, aus dem Deutschen ins Georgische übersetzt und mit einem Vorwort versehen von Tengiz Iremadze, in: Jahrbuch der Ernst-Meister-Gesellschaft, Rimbaud-Verlag, Aachen, 2006 (in deutscher und georgischer Sprache), S. 61-83.

 

ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2007.

 

ნიკლას ლუმანი, საზოგადოებრივი კომუნიკაციის სისტემის ცვლილებანი და მასობრივი მედია, გერმანულიდან თარგმნა დ. დუმბაძემ, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, გამომცემლობა „არხე“, თბილისი, 2007.

 

ანრი ბერგსონი, ცნობიერება და სიცოცხლე, ფრანგულიდან თარგმნა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, გამომცემლობა „არხე“, თბილისი, 2007.

 

ვალტერ ბენიამინი, ხელოვნების ნიმუში მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში. ისტორიის ცნების შესახებ. გერმანულიდან თარგმნა დ. დუმბაძემ, რედაქტორები: რ. ასათიანი, თ. ირემაძე. პირველი გამოცემა, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2007 (მეორე, განხლებული გამოცემა - თბილისი, 2007 წ.; მესამე გამოცემა - თბილისი, 2008 წ.).

 

Philosophy – Theology – Culture. Problems and Perspectives (Jubilee volume dedicated to the 75th anniversary of Guram Tevzadze), edited by Tengiz Iremadze, Tamar Tskhadadze, Giorgi Kheoshvili, Publishing House „Nekeri“, Tbilisi, 2007.

 

ლალი ზაქარაძე, გერმანული რომანტიზმი და ქართველი რომანტიკოსები, რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2008.

 

ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008.

 

ბურკჰარდ მოიზიში, ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა გ. ბარამიძემ, რედაქტორი თ. ირემაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009.

 

საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2009.

 

ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი, დ. ლაბუჩიძე, გ. თავაძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2010.

 

ჰელმუტ შნაიდერი, ფილოსოფიური გეოგრაფია, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2010.

 

კარლ შმიტი, ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო-ისტორიული განაზრება, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2010.

 

გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, რედაქტორ-შემდგენლები და წინათქმის ავტორები: მ. თავხელიძე და თ. ირემაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2011.

 

ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი), რედაქტორ-შემდგენელი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2011.

 

ფრიდრიხ ნიცშე, Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის, გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ, წინასიტყვაობის ავტორი თ. ირემაძე, ტომის რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე (ფრიდრიხ ნიცშე: რჩეული თხზულებები. აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა ქართულ ენაზე, ტ. I, მთავარი რედაქტორი: თ. ირემაძე), გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2011.

 

Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by T. Iremadze in collaboration with H. Schneider and K. J. Schmidt, Publishing House „Nekeri“, Tbilisi, 2011.

 

 

III.  სტატიები:

 

რჩეული სტატიები ქართულ ენაზე:

 

ფილოსოფიური კომენტარის საკითხები შუა საუკუნეებში, იხ: „ფილოსოფიური განაზრებანი“, # 1 (თბილისი, 2001), გვ. 1-39.

 

დავა ინტელექტის ერთიანობის შესახებ (ავეროესი, ალბერტ დიდი, თომა აქვინელი), იხ.: „ენა და კულტურა“, # 2 (თბილისი, 2001), გვ. 70-86.

 

დიტრიხ ფრაიბერგელი აზროვნების აქტიური ბუნების შესახებ, იხ: „ფილოსოფიური განაზრებანი“, # 2 (თბილისი, 2002), გვ. 17-40.

 

ნიცშეს ფილოსოფიის რეცეფციის ადრეული ხანა (ლუ ანდრეას-სალომედან მარტინ ჰაიდეგერამდე), იხ.: „რიწა“. საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალი, # 2 (თბილისი, 2006), გვ. 88-91.

 

პროკლეს ფილოსოფიის ჰეგელისეული გაგება და მისი კრიტიკა შალვა ნუცუბიძის მიერ, იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2008, გვ. 10-15.

 

მყოფი თუ ყოფნა? (მეტარეფლექსიები იოანე პეტრიწის „განმარტებაის“ შესახებ), იხ.: ფილოსოფია – დიალექტიკა – ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენელნი და წინათქმის ავტორები: ლ. ზაქარაძე, თ. ირემაძე, თბილისი, 2008, გვ. 105-110.

 

თომა აქვინელის ჰერმენევტიკული საქმიანობა, იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2008, გვ. 35-39.

 

ღმერთის ცნება გერმანელ დომინიკანელთა სკოლაში (ალბერტ დიდი და დიტრიხ ფრაიბერგელი), იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2008, გვ. 62-70.

 

ჭეშმარიტება, ინტერპრეტაცია და კომუნიკაციის პრობლემა ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიაში, იხ.: სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები, რედაქტორ-შემდგენელნი: ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2009, გვ. 10-15.

 

ნიცშეს ფილოსოფია რეცეფციასა და ტრანსფორმაციას შორის, იხ.: სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები, რედაქტორ-შემდგენელნი: ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2009, გვ. 78-85.

 

ნიცშეს ფილოსოფია რეცეფციასა და ტრანსფორმაციას შორის, იხ.: სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები, რედაქტორ-შემდგენელნი: ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2009, გვ. 78-85.

 

პოსტულატები თანამედროვე ფილოსოფიის შესახებ, იხ.: საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2009, გვ. 28-32.

 

ფრიდრიხ ნიცშე და გრიგოლ რობაქიძე, იხ.: საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი, 2009, გვ. 65-68.

 

შალვა ნუცუბიძე და ჰეგელის ფილოსოფიის გაგების ძირები საქართველოში, იხ.: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. III, თბილისი, 2009, გვ. 10-14.

 

ბერთოლდ მოსბურგელი და მისი ფილოსოფიური კომენტარი, იხ.: ბიზანტინოლოგია საქართველოში – 2, ეძღვნება აკადემიკოს გრიგოლ წერეთლის ხსოვნას, რედაქტორები: ნ. მახარაძე, მ. გიორგაძე, თბილისი, 2009, გვ. 298-306.

 

განაზრებანი ინტერნეტის ფილოსოფიის ზოგიერთი ასპექტის შესახებ, იხ.: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომები, # 2, თბილისი, 2010, გვ. 8-14 (თანაავტორი: გიორგი თავაძე).

 

ინტერკულტურული ფილოსოფიის დაფუძნების წარმატებული ცდა, იხ.: ჰელმუტ შნაიდერი, ფილოსოფიური გეოგრაფია, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2010, გვ. 14-21.

 

რა არის განათლების მიზანი: ცოდნა თუ სიბრძნე? (თანამედროვე ფილოსოფიის რამდენიმე ახალი ასპექტის შესახებ), იხ.: განათლება და განვითარება. გორის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო, 1-2 ოქტომბერი, 2010, მესამე საერთაშორისო კონფერენცია, გორი, 2010, გვ. 396-400.

 

ფერდინანდ ფელმანის „ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფია“, იხ.: „რიწა“. ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი, # 1-2 (თბილისი, 2010), გვ. 74-76.

 

თანამედროვე ფილოსოფია ახალი გამოწვევების წინაშე, იხ.: ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი, დ. ლაბუჩიძე, გ. თავაძე, თბილისი, 2010, გვ. 10-11.

 

რა არის თავისუფლება? იხ.: ჰელმუტ შნაიდერი, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე, დოდო ლაბუჩიძე, თენგიზ ირემაძე, რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ. შარლ ლუი მოტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი, 2010, გვ. 5-10.

 

იდეების მსხვრევა. – თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში (ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი), იხ.: ჰელმუტ შნაიდერი, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე, დოდო ლაბუჩიძე, თენგიზ ირემაძე, რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ. შარლ ლუი მოტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი, 2010, გვ. 114-130.

 

გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, იხ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, რედაქტორ-შემდგენლები და წინათქმის ავტორები: მ. თავხელიძე, თ. ირემაძე, თბილისი, 2011, გვ. 9-14.

 

ინდივიდუალიზმი თუ ინტერსუბიექტურობა? (ნიცშე და კანტი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში), იხ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, რედაქტორ-შემდგენლები და წინათქმის ავტორები: მ. თავხელიძე, თ. ირემაძე, თბილისი, 2011, გვ. 110-123.

 

ევროპული ძალისხმევა, იხ.: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2011, გვ. 198-204.

 

 

რჩეული სტატიები უცხო ენებზე:

 

Der intellekttheoretische Ansatz der Selbstreflexivität des Denkens gemäß Kapitel 168 der Elementatio theologica des Proklos und seine Deutung sowie Entfaltung im Proklos-Kommentar Bertholds von Moosburg, in: W. Geerlings / C. Schulze (Hrsg.), Der Kommentar in Antike und Mittelalter, Bd. 2: Neue Beiträge zu seiner Erforschung (Clavis Commentariorum Antiquitatis et Medii Aevi 3), Leiden / Boston, 2004, S. 237-253.

 

Anfänge der Nietzsche-Rezeption in Georgien, in: Nietzsche-Studien, Bd. 35 (Berlin / New York, 2006), S. 218-227.

 

Die Rezeption der Aristotelischen Logik im georgischen Denken der Neuzeit: Anton Bagrationi und seine Aristoteles-Studien, in: Georgica. Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, Bd. 29 (Shaker Verlag, Aachen, 2006), S. 135-143.

 

Die Philosophie der Selbstreflexivität bei Joane Petrizi, in: Philosophy – Theology – Culture. Problems and Perspectives (Jubilee volume dedicated to the 75th anniversary of Guram Tevzadze), edited by Tengiz Iremadze, Tamar Tskhadadze, Giorgi Kheoshvili, Tbilisi, 2007, pp. 66-78.

 

Hans Vaihingers Nietzsche-Studien. Nietzsches Lehre unter dem Aspekt der Philosophie des „Als-Ob“, in: Philosophie, Soziologie, Politologie, hrsg. von T. Iremadze, L. Zakaradze, G. Baramidze, M. Gogatishvili, Tbilissi, 2007, S. 55-58.

 

Die Welt des Wissens: Das Enzyklopädie-Projekt von Diderot und d’Alembert, in: Gesellschaft – Transformation des Wissens – Philosophie, hrsg. von T. Iremadze, L. Zakaradze, G. Baramidze, M. Gogatishvili, Tbilisi, 2009, S. 34-36.

 

Философия на авторефлексията при Иоане Петрици // Християнство и култура, # 33, София, 2008, стр. 35-43.

 

Walter Benjamin, in: Philosophenlexikon, hrsg. von S. Jordan und B. Mojsisch, Philipp Reclam Verlag, Stuttgart 2009, S. 69-71.

 

Joane Petrizi, in: Philosophenlexikon, hrsg. von S. Jordan und B. Mojsisch, Philipp Reclam Verlag, Stuttgart 2009, S. 285-286.

 

Friedrich Nietzsche, in: Philosophenlexikon, hrsg. von S. Jordan und B. Mojsisch, Philipp Reclam Verlag, Stuttgart 2009, S. 389-392.

 

Schalwa Nuzubidse, in: Philosophenlexikon, hrsg. von S. Jordan und B. Mojsisch, Philipp Reclam Verlag, Stuttgart 2009, S. 397-398.

 

Hegel in Georgien. Schalwa Nuzubidse und seine Hegel-Studien, in: Jahrbuch für Hegelforschung, Bd. 12-14, hrsg. von H. Schneider, Academia Verlag, Sankt Augustin, 2010, S. 267-273.

 

Фiлософiя Фридриха Нiцше i Творчiсть Григола Робакидзе: iндивiдуалiзм – комунiкацiя – унiверсалiзм, Переклад з росiйськоï В. Недашкiвського // «Філософська думка», № 4, 2010, 35-42.

 

Seiendes versus Sein. Zu einer neuen Interpretation der Gattungslehre von Joane Petrizi, in: Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by T. Iremadze in collaboration with H. Schneider and K. J. Schmidt, Tbilisi, 2011, S. 133-139.

 

Joane Petrizi, in: Stanford Encyclopedia of Philosophy (First published Tue Aug 29, 2006; substantive revision Tue Sep 6, 2011): http://plato.stanford.edu/entries/joane-petrizi/

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11356648

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By