მიხეილ გოგატიშვილი

ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, იურისტი.

 

1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 2000 წელს კი - შსს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

 

2001 წელს მიხეილ გოგატიშვილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

1988-1991 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ლაბორანტად.

 

1991-1994 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელ.

 

1994-2004 წლებში მუშაობდა შსს აკადემიის მასწავლებელ მეთოდისტად, შემდეგ კი - უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

 

1999-2001 წლებში იყო კავკასიის ბიზნეს სკოლის პროფესორი.

 

მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში, მათ შორის, აშშ კონგრესის დაფინანსებით.

 

2003-2006 წწ. იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2006 წლიდან კი არჩეულია

სრული პროფესორის თანამდებობაზე. ამჟამად არის ამერიკული პოლიტიკური აზროვნების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერებების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი.

 

კვლევისა და სწავლების სფეროები: სოციალური ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია, სამართლის ფილოსოფია, სამართლის სოციოლოგია, პოლიტიკური ფილოსოფია.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

გამოქვეყნებული შრომები:

 

I. მონოგრაფია:

პოლიტიკური ხელისუფლები თეორია, თბილისი, 2003.

 

II. სამეცნიერო სტატიები:

  1. პოზიტიური თავისუფლების პრინციპი . . გრინის პოლიტიკურ ფილოსოფიაში, იხ.: შსს აკადემიის სამეცნიერო ნაშრომთა კრებული, თბილისი, 1999.
  2. ნეოკონსერვატიზმი (სოლსბერის წრე), იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 1999.
  3. საკუთრებისა და პოლიტიკური თავისუფლების ურთიერთმიმართების პრობლემა გ. ვ. ფ. ჰეგელის ფილოსოფიაში, იხ.: „მითოლოგია და ფილოსოფია“, თბილისი, 1999.
  4. დემოკრატიის გაჭიანურებული მშენებლობა პოლიტიკური ილუზიების ფონზე, იხ.: „ახალი პარადიგმები“, თბილისი, 1999.
  5. საქართველო გაუკუღმართებული ზნეობრიობის სივრცეში, იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 2000.
  6. სახელმწიფოებრიობისა და თვიმმართველობის ანალიზი ბ. ბოუსენქითის პოლიტიკურ ფილოსოფიაშიიხ.: „ფილოსოფიური ძიებანი“, კრებული IV, თბილისი, 2000.
  7. თანამედროვე ლიბერალური იდეა პოლიტიკური ყოფიერების გაუკუღმართებულ ველში, იხ.: „ლიბერალიზმი დემოკრატიის წინააღმდეგ“. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის სერია, თბილისი, 2001.
  8. პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (პოლიტიკური მეტყველების ველის ფორმირების სპეციფიკა), იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 2002.
  9. პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის ექსისტენციალური ინფორმაცია), იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 2003.
  10. პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (ბრძანება, როგორც ხელისუფლების რეალიზაციის მექანიზმი), იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 2004.
  11. გამოწვევა დიალოგში, იხ.: ალექსანდრე ჰამილტონი, ჯეიმს მედისონი, ჯონ ჯეი, ფედერალისტური წერილები (ათი ფედერალისტური წერილი ქართულად), ინგლისურიდან თარგმნა გ. ბარამიძემ, თბილისი, 2005 (თანაავტორები: გ. ბარამიძე და ლ. ფლეტჩერი).
  12. ფედერალისტი და ხელისუფლების ენობრივი კონცეპტუალიზაცია, იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  13. ხელისუფლების პოლიტიკურ-თეოლოგიური ასპექტები, იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  14. ლეო შტრაუსი ტირანიის შესახებ, იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  15. თავისუფალი მმართველობა versus ხელისუფლება, იხ.: ალექსანდრე ჰამილტონი, ჯეიმს მედისონი, ჯონ ჯეი, ფედერალისტური წერილები, თბილისი, 2008.
  16. ქართული უნივერსიტეტის მისია, ექსპერტიზა და აკადემიური თავისუფლება, იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი, 2008.
  17. ღმერთი – ჭეშმარიტება – შესაძლებლობა. „ღმერთის ცნება გერმანელ დომინიკანელთა მოძღვრებაში“ (პოლემიკა პროფ. თენგიზ ირემაძესთან), იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი, 2008.
  18. ბერთოლდ მოსბურგელის ფილოსოფიის თენგიზ ირემაძისეული ინტერპრეტაცია, კლოდ ლეფორის „თეოლოგიურ-პოლიტიკური მატრიცა“ და „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“, იხ.: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009.
  19. გეორგ ზიმელის სიცოცხლის ფილოსოფიის ძირითადი სტიქიონები: ფული და ინტელექტი, იხ.: სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები (სამეცნიერო სერია: ფილოსოფია, სოციოლოგია და მედიის თეორია, ტ. 3), თბილისი, 2009.
  20. ჰეგელი სამართლის დაფუძნებისა და პოზიტიური სამართლის ურთიერთობის შესახებ, იხ.: საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, თბილისი, 2009.
  21. პოლიტიკის ფრიდრიხ ნიცშესეული კონცეპტი, იხ.: საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, თბილისი, 2009.
  22. თანამედროვე ქართული უნივერსიტეტის იდეა – ცოდნის კონსერვაცია, კულტურული დებატები და ინოვაცია, იხ.: „განათლება და განვითარება“. გორის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მასალები, გორი, 2010.
  23. იურიდიული სოციოლოგია – მისი აქტუალობა და მნიშვნელობა ქართული ჰუმანიტარულ-სოციალური და იურიდიული მეცნიერებისათვის, იხ.: ახალი სამეცნიერო კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, თბილისი, 2010.
  24. აქსელ ჰონეტი – ჰეგელის სამართლის ფილოსოფია და ინდივიდუალური თავისუფლების პათოლოგიები, იხ.: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომები, # 2, თბილისი, 2010.
  25. აზროვნება ნარატივით. – გრიგოლ რობაქიძე მითოსა და ფილოსოფიას შორის, იხ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, თბილისი, 2011.
  26. სამართლიანობა და სიქველე პლატონთან და ჯონ ლოკთან, იხ.: Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by T. Iremadze in collaboration with H. Schneider and K. J. Schmidt, Tbilisi, 2011.
  27. ლეო შტრაუსი - პოლიტიკური ფილოსოფიის გაგებისათვის, იხ.: ლეო შტრაუსი, რა არის პოლიტიკური ფილოსოფია? თბილისი, 2011.
  28. რა არის ენერგოპოლიტიკა? იხ.: შესავალი ენერგომენეჯმენტში, თბილისი, 2011.
  29. სოციალური მოქმედების გაუკუღმართებული ფორმები, იხ.: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი და წინათქმის ავტორი . ირემაძე, თბილისი, 2011.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11353245

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By