ENG

გიორგი ღლონტი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უნივერსიტეტის შედარებითი სამართალმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

 

დაიბადა 1954 წლის 12 ნოემბერს რუსეთში. აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. 1984 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი ქ. მოსკოვში თემაზე: "ძალადობრივი დანაშაულობის მოტივები".

 

1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრაზე. აქვს პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება (თადარიგში).

 

1991 წლიდან დღემდე არის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

 

1996-1998წწ. იყო საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი.

 

1999 წლიდან დღემდე არის საქართველოს სამართლებრივი რეფორმების ინსტიტუტის დამფუძნებელი.

 

2002-2003 წლებში იყო ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის ცენტრის თბილისის ოფისის დირექტორი.

 

1994-1995 წლებში IREX პროგრამის მხარდაჭერით მუშაობდა აშშ-ში მიწვეულ პროფესორად “რატგერსის უნივერსიტეტის” კრიმინალური იუსტიციის სკოლაში, Newark, New Jersey.

 

1999-2000 წლებში Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად აშშ-ში “ამერიკის უნივერსიტეტის” ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობისა და კორუფციის ოფისში, Washington DC.

 

1998, 2007, 2010 წლებში იყო  DAAD და Max Plank-ის საზოგადოების სტიპენდიანტი და სამეცნიერო კვლევებს ატარებდა საერთაშორისო სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მაკს პლანკის ინსტიტუტში, ფრაიბურგი, გერმანია.

 

2008 წელს მუშაობდა მიწვეულ პროფესორად იტალიაში, მონაშის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

 

2009 წელს Erasmus Mundus პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ბრიტანეთში ხალის უნივერსიტეტში

(Kingston upon Hull).

 

2007 წლიდან მუშაობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელად, 2011 წლიდან კი დაინიშნა რექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.

 

აქვე მიჰყავს სალექციო კურსი კრიმინოლოგიასა და სამეცნიერო კვლევის მეთოდებში.

 

 

მოიპოვა 25-მდე სამეცნიერო გრანტი Soros, Eurasia, Fulbright’s, MacArthur’s, IREX, Erastus Mundus, Max Planck-ის, რუსთაველის ფონდების დაფინანსებით.

 

სულ ახლახან მოიპოვა საერთაშორისო სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მაკს პლანკის ინსტიტუტის (ფრაიბურგი, გერმანია) სამეცნიერო გრანტი და მიიღო მიწვევა ერთობლივი სამეცნიერო მუშაობისთვის.

 

მომხსენებლისა და ექსპერტის რანგში მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში საზღვარგარეთული სამეცნიერო და სახელმწიფო ორგანიზაციების მიწვევითა და სრული დაფინანსებით.

 

გიორგი ღლონტი არის ევროპისა და აშშ-ის კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი და საქართველოს კრიმინოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2002 წლიდან კი ევროპული სისხლისსამართლებრივი სტატისტიკის კრებულის რედკოლეგიაში - საქართველოს წარმომადგენელი.

 

გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო ნაშრომი - მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და სამეცნიერო სტატიები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მათ შორის, არის 2003 და 2008 წელს გამოცემული კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოების მთავარი რედაქტორი და ავტორი; აგრეთვე გახლავთ ავტორი 8 მონოგრაფიისა ("კანონიერი ქურდები საქართველოში", "ადამიანის ტრეფიკინგი საქართველოში", "კორუფცია საქართველოში" და ა.შ.). ყოველი მისი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს შექმნა-გამოცემა მთლიანად დაფინანსებულია უცხოური და ადგილობრივი ფონდების მიერ, ხოლო სამეცნიერო სტატიები, უცხოურ გამოცემათა ინიციატივით, დაბეჭდილია საზღვარგარეთის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.

 

 

მშობლიური ენის გარდა, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11272525

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By