გიორგი ხუროშვილი

დაიბადა 1988 წელს, ქ. თბილისში. 2006-2010 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“, 2010 წელს დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: „სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების სამართლებრივ- ფილოსოფიური ასპექტები“.

 

2008-2009 წლებში გაიარა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის კურსი „პროექტის მართვა“.

 

2010-2012 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სპეციალობით „პოლიტიკური მეცნიერებები“, 2012 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ლეო შტრაუსისეული მოდელი“ (ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი).

 

2011 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერებების განყოფილების წევრი.

 

2012 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, დისერტაციის თემა: „იერუსალიმი და ათენი, როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის პარადიგმა“ (ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე; პროფ. ჰელმუტ შნაიდერი).

 

2013-2014 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან კი არის ამავე უნივერსიტეტის ასისტენტი ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.

 

გიორგი ხუროშვილის კვლევისა და სწავლების სფეროებია: პოლიტიკური ფილოსოფია, შუა საუკუნეების ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია, სამართლის ფილოსოფია.

 

 

სამეცნიერო შრომები:

 

 

გამოქვეყნებული სტატიები:

 

 

Jerusalem and Athens in Medieval Georgian Thought; in: Philosophie und Sozialtheorie, Band 1, Leben verstehen. Herausgegeben von Tengiz Ireamdze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider. Logos Verlag, Berlin, 2014., S. 97-101.   

 

იერუსალიმისა და ათენის რეცეფცია ტერტულიანედან ლეო შტრაუსამდე; იხ: „ლეო შტრაუსი, იერუსალიმი და ათენი. შესავალი განაზრებანი. „საუნჯე“, თბილისი, 2013 წ., გვ. 9-17.

 

გონება და გამოცხადება ამერიკელ განმანათლებელთა ნააზრევში;  იხ: „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში“.  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2013 წ., გვ. 9-17.

 

პლატონსა და ბიბლიურ წინასწარმეტყველთა შორის: ჰერმან კოჰენი და ლეო შტრაუსი იერუსალიმისა და ათენის შესახებ; იხ: „აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“, რედაქტორ-შემდგენლები: თენგიზ ირემაძე და გურამ თევზაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი,  2012 წ., გვ. 153-160. 

 

გაიოზ რექტორი და კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის აღორძინება ახალი დროის ქართულ აზროვნებაში; იხ: „უფლის ციხე“, # 2, მთავარი რედაქტორი: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2012 წ., გვ. 65-70. 

 

Neo-conservatism in the USA from Leo Strauss to Irving Kristol; in: European Scientific Journal, February/special/ edition vol. 8, No.2;  Edited by Jovan Shopovski, Dragica Vujadinovic; 2012; p. 80-85.

 

ნეოპლატონური მოძღვრებები სულის შესახებ და მათი პეტრიწისეული კონტექსტი, იხ: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი - „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ - მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009 წ., გვ. 60-68.

 

 

თარგმანები:

 

ლეო შტრაუსი, „იერუსალიმი და ათენი. შესავალი განაზრებანი“. ინგლისურიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გიორგი ხუროშვილმა; გამომცემლობა „საუნჯე“, თბილისი, 2013 წ. 112 გვ.

 

ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში. ინგლისურიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გიორგი ხუროშვილმა; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2013 წ. 178 გვ.

 

ლეო შტრაუსი, „რა არის პოლიტიკური ფილოსოფია?“ ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო გიორგი ხუროშვილმა, გამომცემლობა „საუნჯე“, თბილისი, 2011 წ. 130 გვ.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10913978

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By