გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

 

საბაკალავრო პროგრამა "სოციოლოგია (სოციოლოგია, მედია, კულტურა)"

 

 

საბაკალავრო პროგრამა "სოციოლოგია (სოციოლოგია, მედია, კულტურა)" წარმოადგენს სოციოლოგიის, მედიისა და კულტურის მეცნიერებების უნიკალურ შერწყმას. პროგრამა მომზადდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში თქვენ საფუძვლიანად დაეუფლებით როგორც სოციოლოგიას (როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული კუთხით), ასევე, მედიისა და კულტურის მეცნიერებებს. სხვა უმაღლესი სასწავლებლებისაგან განსხვავებით, სადაც სოციოლოგია ისწავლება, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროგრამა ისეთნაირადაა შედგენილი, რომ 4 წლის განმავლობაში, როდესაც ამ პროგრამაზე ისწავლით, თქვენ მაქსიმალურად შეძლებთ სპეციალობის საგნების ათვისებას და არ დაკარგავთ დროს ისეთი საგნების არჩევაზე, რომლებიც, რეალურად თქვენს კვალიფიკაციას არაფერს შემატებს. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სიღრმისეულ ანალიზს, ასევე, გარკვეული იქნებით ჟურნალისტიკისა და მედიის საფუძველებში. და ყოველივე ეს მხოლოდ ამ ერთი საბაკალავრო პროგრამის მეშვეობით!

 

წინამდებარე პროგრამის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ სოციოლოგის კვალიფიკაციის შესაძენად საჭირო შემდეგი უმნიშვნელოვანესი დისციპლინების შესწავლას:

 

  • ინტერნეტი და ადამიანის ცნობიერება
  • წინარე სოციალური თეორიები
  • სოციოლოგიის შესავალი I-II
  • პოლიტოლოგიის შესავალი
  • კულტურის თეორიები
  • ანთროპოლოგიის შესავალი
  • სოციოლოგიური კვლევის მეთოდები I-II
  • რასებისა და ეთნიკურობის სოციოლოგია
  • ხელოვნების სოციოლოგია
  • დემოგრაფია, სოციალური პოლიტიკა და კეთილდღეობა
  • კულტურის სოციოლოგია
  • მუსიკის სოციოლოგია
  • რელიგიის სოციოლოგია
  • ტექნომეცნიერება და კიბერკულტურა
  • შრომისა და გენდერის სოციოლოგია
  • მედიის ეთიკა
  • ომის ფილოსოფია
  • მედია, ძალაუფლება და კულტურა
  • რეკლამის სოციოლოგია
  • კომუნიკაციის თეორია
  • მედიის სოციოლოგია
  • XXI საუკუნის სოციოლოგია
  • კულტურის გლობალიზაცია და მედია
  • სოციალური კონტროლი და დევიანტურობა
  • ტერორის სოციოლოგია 



ამ და სხვა მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო საგნებს შეგასწავლიან შემდეგი პედაგოგები:


პროფესორი თენგიზ ირემაძე (პროგრამის ხელმძღვანელი) - ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი. პროფესორმა ირემაძემ სადოქტორო დისერტაცია ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა. იგი არის სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედიის ერთ-ერთი თანაავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ბულგარულ, უკრაინულ და სხვა ენებზე. სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის "სოციოლოგია (სოციოლოგია, მედია, კულტურა)" შექმნისას პროფესორი ირემაძე დაეყრდნო თავის მდიდარ ევროპულ გამოცდილებას, წამყვანი ექსპერტების მოსაზრებებს და საერთაშორისო სტანდარტებს. 


პროფესორი დოდო ლაბუჩიძე - ცნობილი მთარგმნელი, რომელმაც მთელი რიგი სოციოლოგიური ლიტერატურა პირველად თარგმნა ქართულ ენაზე. იგი შეგასწავლით სოციოლოგიის წინაისტორიას, კულტურის თეორიებსა და რელიგიის სოციოლოგიას. 


პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე - საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გესაუბრებათ პოლიტოლოგიასა და დემოგრაფიაზე. პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე შესანიშნავად უხამებს თავის მდიდარ პირად გამოცდილებას პროგრამის სალექციო კურსებს!


პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი - ჩვენი გერმანელი კოლეგა გაგაცნობთ და გაგიზიარებთ ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას. პროფესორი შნაიდერი ევროპაში  და მის ფარგლებს გარეთ გამოჩენილი გერმანელი მოაზროვნის, გ. ვ. ფ. ჰეგელის, წამყვან სპეციალისტადაა აღიარებული. 


პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი - შეგასწავლით ისეთ საინტერესო საგნებს, როგორიცაა რასებისა და ეთნიკურობის სოციოლოგია, სოციალური კონტროლი და დევიანტურობა. პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი სამართლიანად ითვლება დარგის აღიარებულ სპეციალისტად.


ასოცირებული პროფესორი ნინო ფიფია - მასთან გაეცნობით ხელოვნების, კულტურისა და მუსიკის სოციოლოგიას, ასევე, ხელოვნებასთან დაკავშირებულ მრავალ საინტერესო საკითხს. 

 

 

 

მდიდარი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ქართველი დემოგრაფი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მზია შელია შეგასწავლით უაღრესად მნიშვნელოვან საგანს „შრომისა და გენდერის სოციოლოგია“.

 

 

ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე  (პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე) - დაგეხმარებათ სწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში. იგი პროფ. თენგიზ ირემაძესთან ერთად გაუძღვება წინამდებარე პროგრამის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სალექციო კურსს სისტემურ სოციოლოგიასა და სოციოლოგიის ისტორიაში; ასევე, მისი ხელმძღვანელობით გაივლით პრაქტიკულ კურსს "ინტერნეტი და ადამიანის ცნობიერება." ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე ამჟამად მუშაობს ახალი ინტერდისციპლინარული დარგის, ფილოსოფიური გეოგრაფიის დაფუძნებაზე.

 

 

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი გიორგი ხუროშვილი წაიკითხავს პრაქტიკულ კურსს მედია–ეთიკაში. პროფ. თენგიზ ირემაძესთან ერთად იგი გაუძღვება სალექციო კურსს „ომის ფილოსოფია“.

 

 

 

 

ირაკლი კახიძე - სოციოლოგი, სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსი, თანამშრომლობს სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით. იგი შეგასწავლით სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს. მისი ხელმძღვანელობით ჩაატარებთ სოციოლოგიურ გამოკითხვებს და გაეცნობით სოციოლოგიის პრაქტიკულ მხარეს.

 

 

სასწავლო პროცესში თქვენ, ასევე, სხვა არაერთ საინტერესო პროფესორ-მასწავლებელსა და პედაგოგს გაეცნობით. სასწავლო პროცესის განმავლობაში თქვენ ისწავლით უახლესი მასალით, რომელსაც დარგის პროფესიონალები (საქართველოდან და უცხოეთიდან) მოგაწვდიან, ისარგებლებთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიბლიოთეკით; შეისწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ ინტერნეტი სამეცნიერო საქმიანობისათვის; ჩაატარებთ გამოკითხვებს როგორც უნივერსიტეტში, ასევე, მის გარეთ; სურვილის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებთ სამეცნიერო ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში; ჩაერთვებით უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ სახალისო ღონისძიებებში (სპორტული შეჯიბრებები, კარნავალები და ა.შ.)...

 

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში როგორც სოციოლოგიის, ასევე, მედიის მიმართულებით; მუშაობის დაწყებას სახელმწიფო სტრუქტურებში და კერძო სტრუქტურებში (სადაც მინიმალური მოთხოვნა ბაკალავრის ხარისხია), არასამთავრობო ორგანიზაციებში და ა.შ. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი პროგრამა მოგცემთ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ იმ უნარ-ჩვევებსაც, თუ როგორ გამოიყენოთ ეფექტურად თქვენს მიერ ჩვენთან შეძენილი ცოდნა!

 


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

 

საბაკალავრო პროგრამა სოციოლოგია (სოციოლოგია, მედია, კულტურა)

 

 

ეწვიეთ ჩვენი საბაკალავრო პროგრამის გვერდს „ფეისბუქზე“ 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11347620

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By