სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურადაა ჩაბმული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანია სტუდენტი და მისთვის მრავალფეროვანი, საქმიანი და საინტერესო გარემოს შექმნა. თან ვცდილობთ, ეს ყველაფერი მათი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით დავგეგმოთ. გვინდა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში გატარებული წლები სტუდენტებისთვის იყოს ცოდნის მიღების, შემეცნების და შინაარსიანი გართობის საუკეთესო საშუალება.
ჩვენ მეგობრობის ხელს ვუწვდით საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობებსაც. სიამოვნებით ვთანამშრმლობთ მათთან და ვატარებთ ერთობლივ სპორტულ, შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებებს.
ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, თუმცა თქვენი დახმარებითა და თანადგომით უფრო მეტს შევძლებთ. გახსოვდეთ, რომ თვითმმართველობის კარი ყველა თქვენგანისთვის ღიაა. ჩვენთვის მთავარი თქვენთან ურთიერთობაა და აქ თქვენ ნამდვილი მეგობრები დაგხვდებიან.