სოსო კაციტაძე
ტელეკომპანია “იმედი“ - ჟურნალისტი

მაია ხაჩიძე

 

ასოცირებული პროფესორი.

 

დაიბადა 1974წ. 1991 თბილისის შევიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1996წ. 1993-96წწ. სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულკტეტზე. 1996წ. სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის განყოფილებაში.

 

2001წ. თემისათვის "ილია ჭავჭავაძის პროზის პერსონაჟების ტრანსფორმაციის პრობლემა" მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

 

2002 წლიდან მუშაობს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პედაგოგად. 2006 წ. არჩეულ იქნა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად. კითხულობს ლიტერატურული მიმდინარეობების ისტორიის კურსს.

 

2002-2004 წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში, 2004-05წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა  დაცვისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, 2005-06წწ. მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციულ სამსახურში განვითარების მენეჯერის, ხოლო 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების მენეჯერის თანამდებობაზე.

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

 

არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: "გამოგონილი პათოსი" (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების კრებული "სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი" 2012, #1), "სიზმრის მხატვრულ-კომპოზიციური ფუნქცია აკაკი წერეთლის შემოქმედებაში" (გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომები, 2010, #2), ი. ჭავჭავაძის "სარჩობელაზედ", შემოქმედებითი ისტორიისათვის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები, წ.V, 2002), "დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს..." (ჟურნალი "ცისკარი", 2002, #3), "ილიას აჩრდილი და მისი ლიტერატურული პარალელები" (საზრისი, სამეცნიერო შრომების კრებული, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერბათა ეროვნული ინსტიტუტი, 2001, #5), "კაცად კაცმან თვისი ტვირთი იტვირთოს" (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებული, 2001, ტ. I). 

 

არის რამდენიმე საერთაშორისო პროექტის მენეჯერი და მონაწილე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, მათ შორის პროექტების: თანამედროვე უკრაინული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა Aრტ ვოჯაგე (თბილისი, 2010) და მ. დობუჟინსკის ნამუშევრების გამოფენა (თბილისი, 2010) მენეჯერი, ნიკო ფიროსმანების ნამუშევრების გამოფენების კურატორი: კიევი (2006), თბილისი (2006), სტამბული (2007), მინსკი (2008), ვილნიუსი (2009); ფოტო-გამოფენის `საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შედევრები~, ქ. სტრასბურგი, ევროსაბჭო, (2006) მენეჯერი, მონაწილე პროექტებისა საქართველოს საგანძურის გამოფენა "მედეას ოქრო – ახალი აღმოჩენები საქართველოდან" (ბერლინი, 2007) და ლონდონის "ვინოპოლისის" ქართული დარბაზის პროექტი (2006), კონსულტანტი პროექტისა ვ. კანდინსკის ნამუშევრების გამოფენა, პარიზი, პომპიდუს ცენტრი (2009). 

 

2008-2010 წწ. მიღებული აქვს ერთიანი ეროვნული სამეცნიერო ფონდის  (რუსთაველის ფონდი) სამეცნიერო გრანტი პროექტისათვის "მონადირე-შემგროვებლობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლა დასავლეთ საქართველოში" (პროექტის მენეჯერი). 

 

2006 წ. იყო სარედაქციო ჯგუფის წევრი საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კოდექსის თარგმნა, რედაქტირება, ადაპტირების სარედაქციო ჯგუფის წევრი, ხოლო 2008 წ. რედაქტორი წიგნისა "საერთაშორისო კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების წინააღმდეგ". 

 

იყო აშშ სმიტსონიანის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების, მუზეუმების მენეჯმენტი (თბილისი, 2006) და ექსპოზიციის დიზაინი და მენეჯმენტი (თბილისი, 2007) და სწავლის ინტერაქტიული მეთოდები, პროფესიული განვითარების ცენტრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (2004) მონაწილე.

 

არის ააიპ-ის "საქართველოს მემკვიდრეობა" დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11356698

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By