მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიზნები
1. ისტიტუტის მიზანია:
- საჯარო მმართველობის თეორიის, პრაქტიკის და კანონმდებლობის კვლევა;
- ადმინისტრაციული სამართლის მეცნიერების, პრაქტიკის და კანონმდებლობის პრობლემების კვლევა;
- კვლევის შედეგების განზოგადება და წინადადების შემუშავება საჯარო მმართველობის პრაქტიკის და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
- ადმინისტრცაიული სამართლის დარგის განვითარებისათვის ხელშეწყობა.
2. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- კვლევის პროცესში მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვა;
- კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის;
- კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და დანერგვა.
3. საკუთარი მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:
- თანამშრომლობს სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კვლევით დაწესებულებებთან;
- თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო-კვლევით დაწესებულებებთნ;
- მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში ან საკუთარი ძალებით ახდენს მათ განხორციელებას.
- პერიოდულად ატარებს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, რომელიც ემსახურება ინსტიტუტის კვლევების შედეგების წარმოაჩენას.
4. ინსტიტუტი კვლევას ახორციელებს თემატური კვლევითი პროექტის ფარგლებში.
მუხლი 3. ინსტიტუტის სტრუქტურა
- არის ინსტიტუტის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
- კოორდინაციას უწევს ინსტიტუტის გამართულ მუშაობას;
- უზრუნველყოფს ინსტიტუტის მიერ, ან მისი მონაწილეობით ჩატარებული პროექტების ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას;
- ახდენს ახალი პროექტის ინიცირებისა და მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებას, მისი დამუშავებას და ინსტიტუტისათვის წარდგენას;
- ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი
ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი შედგება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სხვა მეცნიერებისაგან, რომელთაც უნივერსიტეტში არ უჭირავთ აკადემიური თანამდებობა.
მუხლი 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
- განიხილავს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმებს;
- განიხილავს სხვა სამეცნიერო საწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს;
- ისმენს და განიხილავს ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის ანგარიშებს;
- განიხილავს ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს, უცხო ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების შესრულების მიმდინარეობას;
- ისმენს და განიხილავს ინსტიტუტის თანამშრომელთა ანგარიშებს უცხოეთში სამეცნიერო მივლინების შესახებ;
- ადგენს კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზანშეწონილობის საკითხებს.
- უფლებამოსილია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობასა და საქმიანობას შეეხება.
მუხლი 6. ინსტიტუტის ხელმძღვანელი (დირექტორი)
- ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის საქმიანობას; ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან ერთად დირექტორი ხელმძღვანელობას უწევს ასევე ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას;
- სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს მიერ განსაზღვრულ ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს;
- ორგანიზებას უწევს სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
- ხელს უწყობს ინსტიტუტის სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა სახის ორგანიზაციებთან;
- ორგანიზებას უწევს სამეცნიერო გამოკვლევათა გამოქვეყნებას;
- ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს ინსტიტუტის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს.
- წარმოადგენს ინსტიტუტს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ დაწესებულებებში;
მუხლი 7. მეცნიერ-თანამშრომელი
მონაწილეობას იღებს ინსტიტუტის გეგმით გათვალისწინებული პროექტის (პროექტების) შესრულებაში.
მუხლი 8. თანამდებობის დაკავების წესი
მუხლი 9. მეცნიერ-თანამშრომლის უფლებები
- დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, მეთოდები და საშუალებები;
- მონაწილება მიიღოს დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში;
- წარმართოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ინსტიტუტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებასთან.
მუხლი 10. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა