ჰერდერის ფონდის გრანტი

2012 წელს იოჰან გოტფრიდ ჰერდერის ფონდმა (ბონი, გერმანია) კვლავ დააფინანსა პროფ. ჰელმუტ შნაიდერის სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო საქმიანობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში (2012 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 31 ივლისის ჩათვლით).

 

აღნიშნული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა განახორციელა სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობდა ლექცია–სემინარების კურსს XX საუკუნის თვალსაჩინო გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის (1889–1976) ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11260413

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By