შიდასაუნივერსიტეტო გამოკითხვა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, სტუდენტების განწყობებისა და მოლოდინების შესწავლის მიზნით, 2012 წლის მარტი-აპრილის თვეში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკვლევა. გამოკვლევა განხორციელდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით, კვლევის ინსტრუმენტს წარმოდგენდა სტრუქტურირებული კითხვარი. სულ ჩატარდა 215 პირისპირი ინტერვიუ. მონაცემების დამუშავება მოხდა SPSS ფორმატში. გამოკვლევა განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის მეთოდების ლექტორის ირაკლი კახიძის ხელმძღვანელობით. საველე სამუშაოებში ჩართული იყვნენ სოციოლოგიის სპეციალობის შემდეგი სტუდენტები: