2012 წლის 5 სექტემბერს დასრულდა ექსპედიცია ხევსურეთში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დაფინანსებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებდა.

 

ექსპედიციის მიზანი იყო ადგილისა და იდენტობის ურთიერთზემოქმედების კვლევა. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის, ჟურნალისტიკისა და ტურიზმის მიმართულების სტუდენტები: 

 

 

 

 

 

მამამთავრიშვილი ნინო (სოციოლოგიის მიმართულება) 

 

 

მაჩაბელი მეგი (სოციოლოგიის მიმართულება) 

 

 

ხაჩიძე სალომე (სოციოლოგიის მიმართულება)

 

 

ხუცინაშვილი ლევანი (სოციოლოგიის მიმართულება)

 

 

ბახსოლიანი შალვა (ტურიზმის მიმართულება)

 

 

ბერელიძე გიორგი (ჟურნალისტიკისა და მასობრივი მედიის მიმართულება)

 

 

ხუბუტია შორენა (ჟურნალისტიკისა და მასობრივი მედიის მიმართულება)

 

ექსპედიციას ხელმძღვანელობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე.

 

 

ექსპედიცია ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე (2012 წლის ივლისი) ექსპედიციის ხელმძღვანელი და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტები ახორციელებდნენ ჩართულ დაკვირვებას სოფელ შატილში. ჩაწერილ იქნა სიღრმისეული ინტერვიუები ადგილობრივებთან; შესწავლი იქნა ტურისტების მოძრაობის დინამიკა შატილში და, ზოგადად, ტურისტული ინფრასტრუქტურა შატილში; დოკუმენტურად (აუდიო–ვიდეო–ფოტო) დაფიქსირდა ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრება და ათენგენობის დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები; სხვადასხვა ასპექტით იქნა გაანალიზებული შატილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (ეკოლოგია, დასაქმება, განათლება, ინფრასტრუქტურა და ა. შ.); ექსპედიციის მონაწილეები გაეცნენ შატილის მიმდებარე ტერიტორიას და მეზობელ სოფლებს (ანატორი, ქაჩუს ციხე, კისტანი, მუცო), გაასუფთავეს შატილში მდებარე ერთ–ერთი წყარო და მიმდებარე ტერიტორია, მოაწყვეს ანდრეზების კითხვა ქვითკირებში. ექსპედიციის განმავლობაში სტუდენტები რეგულარულად აწარმოებდნენ საველე ჩანაწერებს.

 

ექსპედიციის მეორე ეტაპი (2012 წლის 5 აგვისტო – 5 სექტემბერი) ექსპედიციის ხელმძღვანელმა წარმართა. ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჩაწერა 7 სიღრმისეული ინტერვიუ, განახორციელა ჩართული დაკვირვება როგორც შატილში, ასევე სხვა სოფლებშიც (კისტანი, მუცო, არდოტი); დოკუმენტურად (აუდიო–ვიდეო–ფოტო) დააფიქსირა ყოველდღიური ცხოვრება (თიბვა – ახვეტა – გულება, მდინარეზე ხიდის გადება და სხვა სახის აქტივობები) და შეაგროვა მდიდარი ინფორმაცია პირიქითა ხევსურეთში არსებული ექსისტენციალურად მნიშვნელოვანი ადგილების და მათ მიმართ ადგილობრივთა დამოკიდებულების შესახებ.

 

ექსპედიციის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში მოეწყო ექსპედიციის ამსახველი ფოტოგამოფენა, განხორციელდა ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია საკონფერენციო დარბაზში, მოხდა ექსპედიციის ამსახველი დოკუმენტური ფილმის მონტაჟი და მისი პრეზენტაცია; კრებულის სახით გამოიცა ექსპედიციის შედეგები, სადაც შესულია ექსპედიციის მონაწილეთა შთაბეჭდილებები. ექსპედიციის შედეგები ექსპედიციის ხელმძღვანელმა შეაჯამა თავის ნაშრომში „შატილი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან“.

 

ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების შთაბეჭდილებები

 

დოკუმენტური ფილმი „ექსპედიცია ხევსურეთში - 2012“


 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10909566

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By