მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი 2001 წელი – მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (იმ დროისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე) ეწვია უნივერსიტეტს, შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის წოდება, რის დასტურადაც გადაეცა პროფესორის ატესტატი.
ალმა მატერი ამაყობს იმ შეფასებით, რომელიც მან სტუდენტებისა და უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ გამოთქვა.