სამართლის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი.
საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანი.
დაიბადა 1976 წლის 5 იანვარს ბათუმში
1998 წ. ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულება (წარჩინებით);
1999 წ. სტუდენტი “ბერლინის უცხოენათა ინსტიტუტის“ დამთავრება წარმატებით;
2000-2002 წ. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის დასრულება და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიერ სამართლის მაგისტრის წოდების (Magister Legum, LL.M.) მინიჭება;
2003 -2008 წ. პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი;
2009 წ. პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ სამართლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭება (წარჩინებით) (Dr. Jur.);
2006 წ. გერმანიის პარლამენტის, (ბუნდესთაგი) ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დახმარების კომიტეტის სტაჟიორი;
2007-2009 წ. ბერლინის „ქართულ სახლში“ რეპეტიტორიუმის ხელმძღვანელი (მოწვეული მასწავლებელი);
2008 წ. პოტსდამის ადამიანის უფლებათა (კვლევით) ცენტრში მეცნიერ მუშაკი;
2009-2010 წ. იურიდიული/ საადვოკატო მომსახურების ბიუროში “ბერლინის ადვოკატთა საზოგადოება”, სტაჟიორი;
2010 -2011 წ. საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს კვლევებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში უფროსი მრჩეველი;
2010-2011 წ. ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;
2012-2014 წ. საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო/კონსტიტუციური სამართალში;
2014 წ. - დან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
2014 წ. წლის 1 მარტიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
ის არის ერთი მონოგრაფიისა და სამეცნიერო კვლევათა ავტორი.
ასევე კონსტიტუციის მეორე თავის კომენტარების თანაავტორი.