2007 წლიდან დღემდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
დაიბადა 1973 წლის 10 ივნისს. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში კერძო სამართლის მიმართულებით. მუშაობს სამეცნიერო თემაზე: ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება. ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლის კურსს: სამეწარმეო სამართალი და სასამართლო პრაქტიკა.
არის რამოდენიმე წიგნის თანაავტორი, აგრეთვე ავტორი წიგნის "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი კითხვებსა და პასუხებში". ასევე გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა ჟურნალებში.
მშობლიური ენის გარდა თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.