სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (eqe.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემგდეგ (გააქტიურდება 25 აგვისტოდან) უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.
უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:
1.განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)
2. აპლიკაცია (ივსება ადგილზე)
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟები);
5. ატესტატის ასლი;
6. ეროვნული გამოცდის სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
7. აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
8. 2 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
9. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
10.. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)
11. დიპლომი დანართთან ერთად; (მაგისტრატურის და დოქტორანტურის სგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტთათვის)
12. CV პირადი ხელმოწერით (დოქტორანტურის სგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტთათვის)
დოქტორანტურაში მობილობით ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ! საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგიისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
ს.ს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი - BAGAGE22
მიმღების დასახელება - შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE53BG0000000854652500
გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაცია გაიარეთ აქ
საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე-სტუდენტური სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge
ტელ: (+995 32)38 44 06 (107)