დაიბადა 1976 წლის 25 ოქტომბერს, 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი, 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.
2003-2007 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი.
2004-2005 წლებში საინვესტიციო კომპანია „არგოფინტრეიდი“- ს მარკეტოლოგი.
2006-2007 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი.
2007 წლიდან - დღემდე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ხარისხის მართვის ოფისის მენეჯერი.
2008 წლიდან - დღემდე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის მოწვეული პედაგოგი.
2009-2010 წლებში USAID/GEORGIA საგრანტო პროექტის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესება - კოორდინატორი.
2013 წლიდან დღემდე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) პროგრამის ფარგლებში შრომის ბაზრის კვლევის საინიციატივო ჯგუფის წევრი.
გამოქვეყნებული აქვს ორი სამეცნიერო ნაშრომი.
ფლობს ინგლისური და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.