სტატია
სტატიის დასახელება |
საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე |
||||
ავტორი |
გივი ამირანაშვილი |
||||
წელი |
2013 |
Issue |
2 |
Pages |
71-82 |
რეზუმე |
სტატია ეძღვნება იმ საკანონმდებლო ღონისძიებების დეტალურ განხილვას, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდზე და არჩევნების საბოლოო შედეგებზე. კერძოდ, ავტორი ვრცლად მიმოიხილავს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ,,შუქ-ჩრდილებს'' და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'' საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების პოლიტიკურ მოტივებზე, რამაც არსებითად შეცვალა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული წესები, ფაქტობრივად აკრძალა იურიდიული პირების მხრიდან შემოწირულება და ფიზიკური პირებისათვის შემოწირულების განხორციელებაზე სხვადასხვა შეზღუდვები დააწესა.
ავტორი სტატიაში ასევე ეხმიანება, საქართველოს კონტროლის პალატისთვის წინასაარჩევნოდ ახალი, მანამდე არარსებული ფუნქციების მინიჭების საკითხს, რომლის შედეგადაც, კონტროლის პალატა გადაკეთდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად და იგი დამატებით გახდა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელსაც შეეძლო პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სანქციების შემოღება.
ავტორის აზრით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საერთო ჯამში, მმართველი ძალის ხელში აღმოჩნდა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების რესურსები, როგორც ძლიერი იარაღი პოლიტიკური ოპონენტების არათანაბარ პირობებში ჩასაყენებლად და მმართველი პარტიისთვის უპირატესი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული, ბუნებრივია, უარყოფითად აისახა სხვა პარტიების ფინანსურ მდგომარეობაზე და მათი პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაზე, რითაც სერიოზული ჩრდილი მიადგა სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს. ყოველივე ამან, როგორც ავტორი ასკვნის, საბოლოო ჯამში, უდიდესი გავლენა მოახდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
|
||||
ბიბლიოგრაფია |
1. საქართველო. იუსტიციის სამინისტრო. 2001. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი". (02/08/2001). თბილისი: სსიპ, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" №1047. (VI თავი). www.matsne.gov.ge 2. საქართველო. იუსტიციის სამინისტრო. 1997. საქართველოს ორგანული კანონი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" (31/10/1997). თბილისი: სსიპ. ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" №1028. www.matsne.gov.ge 3. ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED). 2012. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში 4 მაისი - 4 ივნისი, 2012 წ 15 ივნისი. (თავი I გვ. 2) http://www.isfed.ge/. (02.01.2013). 4. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". 2012. წინასაარჩევნო პროცესის ანალიზი. 2011 წლის 1 ოქტომბერი - 2012 წლის 1 აგვისტო. (თავი I გვ. 4) http://transparency.ge/ (10.01. 2013). 5. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". 2012. წინასაარჩევნო პროცესის ანალიზი. 2011 წლის 1 ოქტომბერი - 2012 წლის 1 აგვისტო. (თავი I გვ. 5) http://transparency.ge/ (10.01. 2013). 6. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". 2012. წინასაარჩევნო პროცესის ანალიზი. 2011 წლის 1 ოქტომბერი - 2012 წლის 1 აგვისტო. (თავი I გვ. 6) http://transparency.ge/ (10.01. 2013). 7. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". 2012. წინასაარჩევნო პროცესის ანალიზი. 2011 წლის 1 ოქტომბერი - 2012 წლის 1 აგვისტო. (თავი I გვ. 7) http://transparency.ge/ (10.01. 2013). 8. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". 2012. წინასაარჩევნო პროცესის ანალიზი. 2011 წლის 1 ოქტომბერი - 2012 წლის 1 აგვისტო. (თავი I გვ. 8) http://transparency.ge/ (10.01. 2013). 9. სივილ ჯორჯია. კონტროლის პალატამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება" და კოალიციაში შემავალი პარტიები სამართალდამრღვევად ცნო. http://www.civil.ge/geo/article.php?id=25629 .თბილისი. (25/06/12 ). 10. ინგრიდ ვან ბიზენი. 2003. პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება-გაიდლაინები. გაერთიანებული სამეფო. ბირმინგემის უნივერსიტეტი. ევროპის საბჭოს პუბლიკაცია. 11. Council of Europe. Committee of Ministers. Recommendation of the Committee of Ministers to member states on common rules against corruption in the funding of political parties and electoral campaigns. Rec(2003)4 https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=2183 (05.02.2013).
|