სტატია
სტატიის დასახელება |
დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა - საქართველო 2012 |
||||
ავტორი |
გიორგი ღლონტი მერაბ ფაჩულია თეა ჭანტურია |
||||
წელი |
2014 |
Issue |
3 |
Pages |
4-65 |
რეზუმე |
პროექტის (დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა საქართველოში) ფარგლებში 2012 წელს ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.
აღნიშნული პროექტი არის 2010-2011 წლებში ჩატარებული ანალოგიური კვლევის მესამე ტალღა. მასში გამოყენებული ვიქტიმიზაცის კვლევის კითხვარის სტანდარტული მოდული თავსებადია ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებულ გამოკითხვებში გამოყენებულისა. კითხვარში შეტანილ შეკითხვებს უპასუხებენ ევროპის მოქალაქეებიც ვიქტიმიზაციის კვლევის განხორციელებისას, რომლის საველე სამუშაოები დაიწყება 2014-2015 წლებში.
მოსახლეობის გამოკითხვისას გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი რეპრეზენტატული შერჩევა, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. გამოიკითხა 16 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით (სულ 3000 რესპონდენტი). შესწავლილ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: 1. პიროვნებისა და ოჯახის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული (გასული 5 წლის მონაცემებით): ავტომანქანის ქურდობა; ავტომობილის ნაწილების ან მანქანიდან ნივთების ქურდობა; ავტოვანდალიზმი; მოტოციკლის ქურდობა; ველოსიპედის ქურდობა; პირუტყვის ქურდობა; ქურდობა ბინაში შეღწევით; საცავიდან ქურდობა; გამოძალვა/შანტაჟი. 2. პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული (გასული 5 წლის მონაცემებით): ძარცვა/ყაჩაღობა; ქონების ქურდობა; სქესობრივი დანაშაული; თავდასხმა/ძალადობა; მომხმარებლის მოტყუება; კორუფცია; საბანკო ანგარიშის ბოროტად გამოყენება; პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გამოყენება.
ავტორებმა, ასევე, შეისწავლეს: დანაშაულის დონის კლების მიზეზები და ვიქტიმიზაციის დინამიკა საქართველოში; პოლიციის მუშაობის შედარებითი ანალიზი ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში 5 დანაშაულის შეფასების საფუძველზე (1992-2012წწ.); პერსონალური (პირადი) უსაფრთხოების აღქმა; საქართველოს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემები, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრობლემა.
|
||||
ბიბლიოგრაფია |
|