სტატია
სტატიის დასახელება |
ქმედების შემადგენლობის ანალიზის სქემის გამოკვლევის აქტუალობა (საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლი) |
||||
ავტორი |
გიორგი შაშიაშვილი |
||||
წელი |
2013 |
Issue |
2 |
Pages |
120-123 |
რეზუმე |
სტატიაში განიხილება შეადარებით-სამართლებრივი პრობლემატიკა. ცენტრალური ადგილი უკავია დანაშაულის ნიშნების დეტალურ ანალიზს, ვინაიდან მათ სწორ გააზრებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ადეკვატური დასაბუთება. ამ კუთხით მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ანალიზი. შეადარებით-სამართლებრივი საკითხების გააზრების აუცილებლობა განპირობებულია იმ პრობლემებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული გამოყენების დროს იწვევს გარკვეულ დაბრკოლებებს: პირველი - კანონმდებლის მიერ არ არის ცალსახად გადაწყვეტილი საკითხი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციის (გათეთრების) დასრულების მომენტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი კაპიტალი გამოიყენება ეკონომიურ საქმიანობაში განუსაზღვრელი ვადის განმავლობაში. მეორე - დღეის მდგომარეობით კანონმდებლის მიერ არ არის მკვეთრად განსაზღვრული განსახილველი დანაშაულის საგანში არამატერიალური ფასეულობების გათეთრების ჩართვის შესაძლებლობა; პირველ რიგში, აქ იგულისხმება ქონების უფლება. sazRvargareTis qveynebis kanonmdeblobis mixedviT არაა დაზუსტებული ლეგალიზაციის ძირითადი ქმედება. ამიტომ ღიად რჩება საკითხი: რომელ ქმედებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ქმედებაზე, რომელზეც გამოტანილია საბრალდებო დასკვნა, თუ ქმედებაზე, რომელიც ოპერატიული სამსახურების მონაცემების მიხედვით „კრიმინალურია", მაგრამ მასზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა? დასაშვებია თუ არა პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ფულის ლეგალიზებისთვის (გათეთრებისთვის), თუ არ არსებობს სასამართლოს განაჩენი პირველად (ძირითად) დანაშაულზე? რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? პირველადი ქმედების მცირე მნიშვნელობა დაკავშირებულია მისი შემსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. თუმცა, ამ დებულებას (ჩვენს შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი) არავითარი კავშირი არა აქვს ლეგალიზაციის შემადგენლობასთან. და მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლეგალიზაციის წყარო შესაძლოა იყოს ნებისმიერი არასამართლებრივი ქმედება. ამრიგად, პირველადი ქმედების მცირე მნიშვნელობას არავითარი კავშირი არა აქვს ლეგალიზაციის შემადგენლობასთან.
|
||||
ბიბლიოგრაფია |
1. Alldridge P. 2003. Money Laudering Law: Forfeiture, Confiscation, Civil Recovery, Criminal Laudering and Taxation of the Proceeds of Crime. Hart Publishing Business&Economics. 2. Arzt, G. 1990. Geldwäscherei. Eine neue Masche zwischen Hehlerei, Strafvereitelung und Begünstigung in: Neue Zeitschrift für Strafrecht, Jg. 10. 3. Bernarsconi P.1988. Finanzunterwelt. Zürich, Wiesbaden. 4. Christoph J., L. Safferling (LSE). 2008/09. Geldwäsche, § 261 StGB. Besonderer Teil. S.111 5. Gallant M. 2005. Money Laundering and the Proceeds of Crime: Economic Crime and Civil Remedies. Cheltenham, UK: Edward Elgar. 6. Алешин К. Н. 2004. Легализация (отмывание) доходов, полученных преступным путем, как преступление международного характера : Автореферат диссертации на соискание ученой степени канд. юрид. наук. СПб., с. 6 -24. 7. Беницкий А.С., Розовский Б.Г., Якимов О.Ю. 2008. Субъективные признаки легализации (отмывания) доходов, полученных преступным путем: Ответственность за легализацию преступно приобретенных доходов в уголовном законодательстве Украины и Российской Федерации.Луганск: РИО ЛГУВД им. Э.А. Дидоренко. 8. Букарев В.Б., Трунцевский Ю.В., Шулепов Н.А. 2007.Уголовная ответственность за легализацию (отмывание) доходов, приобретенных преступным путем. М.: Издательская группа «Юрист», с. 102. 9. გამყრელიძე ო. 1998. ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის. თბილისი. 10. სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი. ეკონომიკური დანაშაული. თბილისი: მერიდიანი. 11. ტურავა მ. 2011. დანაშაულის მოძღვრება. თბილისი.
|