2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2010-2012 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის მაგისტრატურაზე, საიდანაც 1 წლით გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში, პოლონეთში, ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით.
2008-2010 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განვითარების პროგრამის კოორდინატორი. 2011 წლიდან მუშაობს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, მიღებული აქვს მონაწილეობა 10-ზე მეტ პროეტში, მათ შორის არის რუსთაველის ფონდის სადოქტორო სტიპენდიების კონკურსის გამარჯვებული.
2013 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ასისტენტი.