გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულება გულისხმობს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტების გაგზავნას გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლით გამორჩეული სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან გერმანულ ბანკებსა და კომპანიებში.
სტუდენტთა ერთმა ნაწილმა უკვე ისარგებლა ამ პროგრამით. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სწავლა შესაძლებელია, როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზე.
პროგრამას სრულად აფინანსებს გერმანული მხარე და უნივერსიტეტი.