რით გამოირჩევა ეს პროგრამა?
პირველ რიგში იმით, რომ ის გერმანიის უნივერსიტეტის პროგრამის საფუძველზეა შექმნილი, პროგრამა მიმზიდველი უნდა იყოს სტუდენტებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ გერმანულ ენას. გარდა ამ ენის ცალკე საგნად შესწავლისა, ისინი სპეციფიკურ საგნებს გაივლიან გერმანულ ენაზე.
პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი ისე გერმანელი პრფესორ-მასწავლებლები.
ოთხი სემესტრის დასრულების შემდეგ მაღალი რეიტინგის სტუდენტები, რამდენიმე თვით, გაიგზავნებიან გერმანიაში სასწავლებლად, ხოლო სწავლის დაწყებით ეტაპზე სტუდენტებს შეუძლიათ გაემგზავრონ გერმანიაში ენის შემსწავლელ კურსებზე.