უნივერსიტეტში გადმოსვლა შესაძლებელია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გავლილი აქვთ პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მობილობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, ამასთან აკმაყოფილებენ ზედა პუნქტების მოთხოვნებს.
სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზაციული სტრუქტურა:
ა) უნივერსიტეტის სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრი;
ბ) უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ცნობისა და მობილობის კომიტეტი;
გ) სკოლის ხარისხის მართვის ოფისი.
სტუდენტთა მობილობის პროცედურა
- მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.
- მობილობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.
- მობილურ სტუდენტთა საბუთების ასლების მიღება.
- აკადემიური პროგრამების იდენტიფიკაცია, ექსპერტთა დასკვნების მომზადება.
- პროგრამების აკადემიური ცნობისა და სტუდენტთა მობილობის კომიტეტის სხდომის ჩატარება კრედიტების ცნობის მიზნით.
- ჩარიცხვის შესახებ ბრძანების პროექტის წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
- ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემა და ასლის გაგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
- პირადი საბუთების გადმოტანა მშობლიური უმაღლეს სასწავლებლიდან.