უნივერსიტეტი ზრუნავს თქვენ ჯანმრთელობაზე. ექიმი-კონსულტანტი გაგიწევთ არამარტო საჭირო კონსულტაციებს, არამედ ამბულატორულ დახმარებასაც. გარდა ამისა, უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა ყველა სტუდენტს ემსახურება 20 პროცენტიანი ფასდაკლებით.
უზრუნველყოფილია თქვენი კვებაც. სტუდენტური კაფე, სტუდენტური ფასებით, გთავაზობთ ფართო ასორტიმენტს, გათვალისწინებულია დიეტური და მარხული საკვებიც. ასორტიმენტში შეგიძლიათ კორექციაც შეიტანოთ. კაფეს ხელმძღვანელობა აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენ აზრს.