ასისტენტ - პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
დაიბადა 1974 წლის 25 აგვისტოს ლაგოდეხში. 1996 წელს დაამთავრა უდმურტიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. 2001 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2001 - 2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. 2008 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, მუშაობს თემაზე " საპროცესო შეთანხმება - ისტორიულ - სამართლებრივი ანალიზი". ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიჰყავს პრაქტიკული კურსი სისხლის სამართლის პროცესის ხაზით - “საპროცესო დოკუმენტების შედგენა” და “სასამართლო ტრეინინგები”..
გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი.
მშობლიური ენის გარდა, თავისუფლად ფლობს რუსულ ენას და კარგად - ინგლისურ ენას.
ჰყავს მეუღლე და შვილი.