2003 წელს დაამთავრა გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროგრამა.
დამთავრებისთანავე მუშაობს უფროს მასწავლებლად ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში "Queen`s English".
"1998 წელს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა მოხდა, როდესაც "ალმა-მატერის" სტუდენტი გავხდი. აღმოვჩნდი იმ სამყაროში, რასაც ერთ დიდ ოჯახს ვეძახდი. ცოდნასთან და პროფესიონალიზმთან ერთად ამ უნივერსიტეტმა ძალიან დიდ სიყვარული მომცა. მადლიერებით ვიგონებ აქ გატარებულ წლებს. სიტყვა "ალმა-მატერი" ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალი თაობებისთვისაც ასე იყოს".