გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, ევროპული ნიმუშის დიპლომს, რომელიც მიღებულია ბოლონიის პროცესის ფარგლებში. მას თან ახლავს დანართი, განმარტებითი ბარათი, რომელიც ყველასათვის გასაგებს ხდის მინიჭებულ ხარისხს. ეს დოკუმენტი აღწერს სწავლის ხასიათს, დონეს, კონტექსტს, შინაარსსა და სტატუსს. ის სრულად შეესაბამება ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და UNESCO/CEPES –ის მიერ შემუშავებულ მოდელს და უზრუნველყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობას და აღიარებას.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს ორი დონის დიპლომს.
დიპლომის ახალი მოდელის შემუშავებაში დიდი დახმარება გაგვიწია პროფესორმა ანტონი ჯონ ვიკერსმა. აღსანიშნავია, რომ იგი სხვა საინტერესო საკითხებზეც უწევს უნივერსიტეტს კონსულტაციებს, რისთვისაც რექტორატი მას გულწრფელ მადლობას უხდის.