სხვადასხვა მიზეზით შესაძლოა შეიცვალოთ გვარი ან სახელი. ცხადია, გსურთ შეცვალოთ დიპლომიც. ამ შემთხვევაში მიმართეთ შესაბამისი სკოლის რეგისტრაციის ცენტრს და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება დეკანის სახელზე
- დოკუმენტი რის საფუძველზეც შეიცვალეთ გვარი ან სახელი
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
დოკუმენტის წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში მიიღებთ დიპლომს დანართითურთ ახალი გვარით ან სახელით. ამ სერვისის საფასურია 50 ლარი.
უცხოეთში ყოფნის შემთხვევაში, ყველა ეს დოკუმენტი (პასპორტის დედანის ნაცვლად ნოტარიალურად დამოწმებული ასლი) უნდა გამოაგზავნოთ ფოსტით. განცხადებაში მიანიშნეთ როგორი ფორმით გსურთ დიპლომის მიღება ფოსტით თუ ანდობთ ვინმეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს უნდა დაუმატოთ ნოტარიალური წესით დამოწმებული მინდობილობა. ფოსტით მომსახურების შემთხვევაში უნივერსიტეტის ანგარიშზე 50 ლარის გარდა, დამატებით, უნდა გადმორიცხოთ 35 აშშ დოლარი საფოსტო მომსახურებისათვის. ანგარიშის გაგება შეგიძლიათ ონლაინ კონტაქტით.