დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2005 წლიდან არის ეკონომიკის დოქტორი. მიღებული აქვს სხვადასხვა ტრენინგ და სასწავლო კურსებში მონაწილეობა.
2005-2007 წლებში მუშაობდა სოხუმის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე.
2008 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბრიტანულ-ქართულ-უნგრული ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
2009 წელს მისი ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფმა გაიმარჯვა USAID-ის საგრანტო პროექტში: "ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესება". არის ამ პროექტის დირექტორი.
გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო შრომა. არის სალექციო კურსების და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.