შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევებისათვის 2015-2016 წლის საგრანტო
კონკურსის პირობები
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი აცხადებს კონკურსს 2015-2016 წლის შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევით პროგრამებზე გრანტის მოსაპოვებლად.
საგრანტო კონკურსი გაიმართება ღიად და საჯაროდ, გამჭვირვალე კონკუ-რენტულ გარემოში, პროგრამული პრიორიტეტების ფარგლებში.
საგრანტო კონკურსის მიზანი:
უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო/აკადემიური პოტენციალის წარმო-ჩენა-გაძლიერება, შედეგზე ორიენტირებული ფუნდამენტური და გამოყე-ნებითი კვლევების განვითარება;
ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება;
სამეცნიერო კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებისათვის;
უნივერსიტეტში შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, განათლებისა და ტრენინგების სისტემების მოდერნიზება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის ინტეგრირების ხელშეწ-ყობა;
ახალი ცოდნის გენერირება და კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში იმპლემენტირება.
სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები:
- სახელმძღვანელოს/დამხმარე სახელმძღვანელოს შედგენა-გამოცემა ძირითადი მოთხოვნები:
სახელმძღვანელო/დამხმარე სახელმძღვანელოების შემუშავება-შედგენა უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პროგრამების შესაბამისად;
სახელმძღვანელოში მოცემული მასალა უნდა ეყრდნობოდეს ავტორის კვლევის შედეგებსა და გამოცდილებას კონკრეტულ დარგში, უნდა ემსახურებოდეს სტუდენტებისათვის ახალი ცოდნის მიწოდებას;
სახელმძღვანელო სტუდენტს უნდა დაეხმაროს წიგნზე მუშაობის ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საკუთარი შემეცნებითი პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზებაში;
სახელმძღვანელო უნდა აღძრავდეს მოტივაციას და იძლეოდეს ცოდნის გაღრმავების საშუალებას სხვა წყაროების მოძიება/დამუშავების საფუძ-ველზე.
სახელმძღვანელოს სავარაუდო სტრუქტურა:
ა) სარჩევი;
ბ) თავების მოკლე ანოტაცია (ყოველი თავის დასაწყისში);
გ) ძირითადი შინაარსი –პოსტულატების/თეზისების აქცენტირებით;
დ) საკონტროლო კითხვები;
ე) სიტუაციური ამოცანა/დავალება;
ვ) დამატებითი წყაროების მითითება.
2. მონოგრაფია/სოციალური მეცნიერებები/სამართალი/მედიცინა/ბიზნესი ძირითადი მოთხოვნები:
მონოგრაფიაში უნდა აისახოს ავტორის ორიგინალური კვლევის შედეგები, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული დარგის შემდგომი განვითარებისათვის და უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამების ახალი მეცნიერული ცოდნით უზრუნველყოფისათვის;
სასურველია ნაშრომს თან ახლდეს სახელმძღვანელო სტუდენტე-ბისათვის, რომელიც სტუდენტს გაუღვივებს წიგნზე მუშაობის მოტივა-ციას და სწავლის პროცესში დაეხმარება ეფექტურად გამოიყენოს აღნიშნული მონოგრაფია;
3.საზოგადოებრივ საჭიროებებზე (ჯანმრთელობა) ორიენტირებული პროგრამების მხარდაჭერა ძირითადი მოთხოვნები:
კლინიკური სამეცნიერო კვლევითი მეთოდების შესწავლა;
მცენარეების ექსპერიმენტული კვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყოფის მიზნით;
სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით სწრაფად განვითარებადი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდიკის შემუშავების ხელშეწყობა.
4. საერთაშორისო და შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება
საერთაშორისო და შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის/სემინარის/ტრენინგის/სიმპოზიუმის/მრგვალი მაგიდის ორგანიზება-ჩატარება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით.
საპროექტო განაცხადი:
კონკურსი ცხადდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის მიერ;
საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრის მიერ დადგენილი ტიპიური ფორმის მიხედვით (იხ.სააპლიკაციო ფორმა #1);
კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
კონკურსის ძირითადი პრინციპები:
ღიაობა;
გამჭირვალობა;
კვლევის ეთიკის დაცვა;
კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა;
დამატებითი მოთხოვნები
უპირატესობა მიენიჭება იმ ნაშრომს (სახელმძღვანელოს/დამხმარე სახელმ-ძღვანელოს/მონოგრაფიას), რომელსაც თან დაერთვება ციფრული და სხვა თვალსაჩინო მასალა;
ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, უნდა შეიცავდეს ნოუ-ჰაუს ელემენტებს;
ფურცლების (გვერდების) რაოდენობა არ იზღუდება; უნდა აიკრიფოს “აკადნუსხურის” ფონტით. ძირითადი ტექსტი 12 შრიფტით, სათაური 14 შრიფტით;
არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად და არ დაექვემდებარება განხილვას.
დასრულებულ ნაშრომს თან უნდა ახლდეს ამ სფეროში მომუშავე ორი ექსპერტის მიერ გაცემული რეცენზია;
კონკურსში გამარჯვებულ მონოგრაფიას / სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს, აგრეთვე, კვლევითი პროექტის შედეგების დაბეჭდვასა და გამოცემას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საპროექტო განაცხადის მიღება იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში.
განმცხადებლის ინფორმირება დამტკიცებულ პროექტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
ინფორმაცია დამტკიცებული პროექტის შესახებ განმცხადებელს მიეწოდება წერილობით და ელექტრონული ფოსტით;
ინფორმაცია დაფინანსებული პროექტისა და კონკურსის შედეგების შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დადგენილ ვადაში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
გრიგოლ რობაქაიძის სახელობის უნივერსიტეტი (კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების კომიტეტი)
მისამართი: საქართველო, თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6;
ტელ/ფაქსი: (995 32) 225 29 81; 238 44 06;
ელ.ფოსტა:
n.kemertelidze@gruni.edu.ge