ვორქშოფი
ზოგადი ინფორმაცია
ვორქშოფი დაეხმარება დაწესებულების ხელმძღვანელებს, დაინტერესებულ პირებს დაეუფლონ თანამედროვე მენეჯმენტის ზოგად პრინციპებს, გამოკვეთონ და გადაჭრან დაწესებულების, ცალკეული მიმართულების სტრატეგიული ამოცანები, ჩამოაყალიბონ საპროექტო გუნდი, შექმნან სამუშაო გარემო, დაეუფლონ იდეის პროექტის ფორმით ჩამოყალიბებასა და პროექტის მართვის მეთოდიკას.
ვორქშოფის მიზანია:
- თანამედროვე მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების გაცნობა
- პროექტის თემატიკის გამოკვეთის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
- პროექტის დაგეგმარება და სააპლიკაციო ფორმით ჩამოყალიბება
- პროექტის მართვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
- პროექტის მონიტორინგის კრიტერიუმების გაცნობა.
ვორქშოფის თემატიკა: (მოცულობა 18 საათი)
შესავალი და ვორქშოფის მიზნები
- პრიორიტეტების გამოყოფა
- იდეა, მისი გენერირება - შტურმის მეთოდი
- პილოტირებული პროექტი, რთული პროექტი, მოკლევადიანი პროექტი
- პროექტის სტრატეგიის მიზნები და მიზნის მისაღწევად სწორი მიდგომები
- პროექტის გარემოცვა
- პროექტის სასიცოცხლო ციკლი, ფაზები, ვადები
- პროექტის შერჩევის კრიტერიუმები
- პრობლემა - იდეა - ქმედება (მუშაობა მცირე ჯგუფებში)
- პროექტის სტრუქტურა
- პროექტის ამოცანები
- საპროექტო რესურსების დაგეგმარება - ბიუჯეტი, ტექ. საშუალებები
- განხორციელების საშუალებანი და გზები
- მოსალოდნელი შედეგები
- პროექტის წარმატებისა და წარუმატებლობის კრიტერიუმები
- რისკის მართვა
- პროექტის მონიტორინგი
- პროექტის პრეზენტაცია
შედეგები
ვორქშოფის შედეგად მსმენელები დაეუფლებიან თანამედროვე მენეჯმენტის ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებს, პროექტის სტრატეგიის გამოკვეთის, იდეის ჩამოყალიბების უნარებს, პროექტის წერის ტექნოლოგიასა და პროექტის მართვის მეთოდიკის ძირითად ელემენტებს. საპროექტი გუნდის ჩამოყალიბების პრინციპებს, პროექტის შეფასების უნარებსა და განხორციელების მეთოდიკას.