ზოგადი ინფორმაცია
ვორქშოფი დაეხმარება შემეცნებითი და გასართობი, რეკრეაციული ტიპის (მათ შორის საკლუბო) დაწესებულების ხელმძღვანელებს განსაზღვრონ და გადაჭრან დაწესებულების სტრატეგიული ამოცანები, შექმნან სამუშაო გარემო როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე მის გარეთ. გაეცნონ მენეჯმენტისა და მარკეტინგის ძირითად მიმართულებებს და მათ გამოყენებას კლუბური გარემოს შესაქმნელად. შეისწავლონ პროექტირების მეთოდი და პროექტის მართვა, კლუბური მუშაობის სხვადასხვა ფორმები და მათი გამოყენების თავისებურებები.მიიღონ საზოგადოებასთან მუშაობისა და საქმიანობის რეკლამირების პრაქტიკული რეკომენდაციები. აგრეთვე რეკომენდაციები სპონსორობისა და თანხების მოძიების შესახებ.
ვორქშოფის მიზანია:
ვორქშოფის თემატიკა: (მოცულობა 18 საათი)
შედეგები
ვორქშოფის შედეგად მსმენელები შეიძენენ თანამედროვე კლუბური გარემოს შექმნის უნარ-ჩვევებს, დაეუფლებიან საკლუბო პროექტის შექმნისა და მართვის მეთოდიკას. გაეცნობიან თანამედროვე რეკრეაციული ინსტიტუტის წარმატებულობისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს. შეიმუშავებენ საქმიანობის სტრატეგიას, დაეუფლებიან საზოგადოებასთან მუშაობის, მისი მოთხოვნილებების კვლევის ძირითად მეთოდებს, შეძლებენ ორიენტირებას სპონსორების მოძიების თვალსაზრისით, შეისწავლიან რეკლამირების ძირითად ტექნოლოგიებს.