მაგისტრატურა, როგორც საუნივერსიტეტო განათლების მეორე საფეხური, ისეთი აკადემიური პროგრამების ერთობლიობაა, რომელიც შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და გულისხმობს ბაკალავრის შემდგომი, უფრო მაღალი დონის სპეციალისტისა და მკვლევარის მომზადებას.
მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული პროგრამით და მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს.
მაგისტრატურის მიზანებია:
კადრების მომზადება მაღალკვალიფიციური პროფესიული, პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობისათვის.
დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი თეორიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
კვალიფიკაციის ამაღლება, კვალიფიკაციის შეცვლა.