სკოლა საზოგადოებისთვის ცნობილია გამორჩეული სასწავლო რესურსებითა და სწავლების ეფექტური ტექნოლოგიებით. პირველად, საქართველოში, სწორედ ჩვენ სკოლაში შეიქმნა საფანტომო ტრენაჟორული ცენტრი, რომელსაც დღესაც არა აქვს ანალოგი. ამან, და, პრობლემური სწავლების უახლესმა ტექნოლოგიამ საშუალება მოგვცა თვისებრივად შეგვეცვალა სტომატოლოგთა მომზადების სისტემა, რამაც შეუდარებლად მაღალი შედეგები მოგვცა; კურსდამთავრებულთა სალიცენზიო გამოცდებზე მიღებული შეფასებები 91-99 ქულების ფარგლებში მერყეობს;
2006 წლის სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგად, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით ჩვენი სკოლა ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.
თითქმის ყველა მათგანი თავისი სპეციალობით მუშაობს და არც პაციენტების ნაკლებობას უჩივის. ჩვენი დევიზია- სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების...