დიპლომირებული სტომატოლოგის მომზადება, კანონმდებლობის თანახმად, გულისხმობს ერთსაფეხურიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მთავრდება დიპლომირებული სტომატოლოგის კვალიფიკაციის მინიჭებით.
პროგრამის მიზანია:
სტუდენტთა მომზადება პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებისათვის.
ზოგადი ცოდნის, როგორც პროფესიული კომპეტენციისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის, აუცილებელი ფონური ინტელექტუალური რესურსის ფორმირება.
დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური პროგრამა გულისხმობს არანაკლებ 300 კრედიტის მოგროვებას.