ბაკალავრიატი, როგორც საუნივერსიტეტო განათლების პირველი საფეხური, ისეთი აკადემიური პროგრამების ერთობლიობაა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა პროფესიულ მომზადებას და შემდგომი აკადემიური ციკლის _ მაგისტრატურისთვის აუცილებელი თეორიული საფუძვლების სწავლა/სწავლებას.
ბაკალავრიატში სწავლა გულისხმობს არანაკლებ 240 კრედიტის დაგროვებას.
ბაკალავრიატის მიზნებია:
სტუდენტთა მომზადება პროფესიული საქმიანობის დასაწყებად.
მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება და ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ზოგადი ცოდნის, როგორც დარგობლივი კომპეტენციისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ფონური ინტელექტუალური რესურსის, ფორმირება.