აქტივობის სახე: კონკურსი ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში
თარიღი და დრო: 23/02/2011 - 14:00 / ოთხშაბათი
დეტალები:
გამოცხადდა კონკურსი ჩვენს პარტნიორ ჰაიდენჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტში ერთ სემესტრიან გაცვლით პროგრამაზე. სწავლის პერიოდი შეადგენს 3 თვეს - ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. შერჩევის კრიტერიუმებია:
• სწავლის პროცესში მიღებული აკადემიური შეფასება
• უცხო ენის ცოდნის ხარისხი (ინგლისურენოვან პროგრამაზე ინგლისური ენა; გერმანულენოვანზე - გერმანული ენა)
• გასაუბრების შედეგი, რომელსაც პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩაატარებენ ამა წლის 5 მარტს 16 საათზე ბიზნესისა და მართვის სკოლაში.
პროგრამით გათვალისწინებულია სასწავლო სტიპენდია, რომელსაც გასცემს ბადენ-ვუტენბერგის მხარე.
დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმები (შეგიძლიათ ატვირთოთ საიტიდან) და ნიშნების ფურცელი 4 მარტამდე უნდა წარმოადგინონ ბიზნესისა და მართვის სკოლაში.
პარასკევს, 4 მარტს 16:00 საათზე, ალმა-მატერის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია ამ პროგრამასთან დაკავშირებით.
5 მარტს 16 საათზე ჩატარდება გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილები ან მიმართოთ პროგრამის ხელმძღვანელს:
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13
ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13 |
ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706 |
ფაქსი: (+995 32) 2384406 |
ელ-ფოსტა:info@gruni.edu.ge